ავტორი:

"საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე პოლიტიზირებულია" - მარია ზახაროვა

"საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე პოლიტიზირებულია" - მარია ზახაროვა

"საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე პოლიტიზირებულია"- რუსული მედიია ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

"ბერლინმა გუშინ გამოაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ორ რუს დიპლომატს აძევებს. როგორც ყველას გვესმის, საქმე, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიზირებულია და არანაირი კავშირი არ აქვს კანონისა და სამართლის ცნებასთან”, - აღნიშნა მან.

გერმანიის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, 56 წლის ვადიმ კრასიკოვს, რომელმაც 2019 წელს, ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლეების თქმით, მკვლელობა რუსეთის სახელმწიფოს მიერ იყო დაგეგმილი. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.