ავტორი:

"იმ სესხის გამო, რომელზეც გვედავებიან, ქონების დიდი ნაწილი დავკარგეთ, ამიტომ ეს საქმე გამორჩეულია აბსურდულობით და უსინდისობით“ - ბადრი ჯაფარიძე

"იმ სესხის გამო, რომელზეც გვედავებიან, ქონების დიდი ნაწილი დავკარგეთ, ამიტომ ეს საქმე გამორჩეულია აბსურდულობით და უსინდისობით“ - ბადრი ჯაფარიძე

"ფულის გათეთრების“ საქმე თავისი აბსურდულობით ალბათ, სახელმძღვანელოებში უნდა იყოს შეტანილი“, - ამის შესახებ "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, ჯაფარიძის განცხადებით, პროკურატურის მიერ საქმის პროცესის გადადების მოთხოვნა გაუგებარია.

"პროკურატურამ მოიფიქრა რაღაც, თურმე მათთვის ახალი იყო ის, რაზეც დაცვის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. სინამდვილეში ყველაფერი ცნობილი და ხელის გულზეა უკვე 3 წელიწადია. ეს საქმე თავისი აბსურდულობით, ალბათ, სახელმძღვანელოებში უნდა იყოს შეტანილი, თუ როგორ შეიძლება გააყალბო საქმე და ბრალდება, როგორ შეიძლება ადამიანები სდევნო პოლიტიკური დავალებით, ადამიანები, რომლებმაც ზიანი მიიღეს რუსეთის არმიის შემოჭრის გამო. ჩვენ შემთხვევაში იმ სესხის გამო, რომელზეც გვედავებიან, დავკარგეთ ქონების დიდი ნაწილი ამიტომ საქმე თავის შინაარსით მართლაც გამორჩეულია აბსურდულობით, უსინდისობით. კიდევ ერთი სხდომის ჩატარება მოგვიწევს. პროკურატურის ეს მოთხოვნა არის მართლაც გაუგებარი, მე არ ვიცი რა არის ამის უკან. ის რაზეც ისაუბრეს ადვოკატებმა არის ცნობილი, მათ შორის, პროკურატურისთვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასახლეში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიწვევის საკითხს, დღევანდელი პროცესის გადადებასთან კავშირი არ აქვს.