ავტორი:

მფლობელის მიერ 30 დოლარად გაყიდული ნამუშევარი დღეს 50 მილიონად არის შეფასებული - როგორ აღმოჩნდა კლიფორდ შორერის ხელში დიურერის ნახატი?

მფლობელის მიერ 30 დოლარად გაყიდული ნამუშევარი დღეს 50 მილიონად არის შეფასებული - როგორ აღმოჩნდა კლიფორდ შორერის ხელში დიურერის ნახატი?

კლიფორდ შორერს მეგობრის პენსიაზე გასვლის აღსანიშნავ წვეულებაზე რომ არ დაეგვიანა, ალბათ 500 - წლიან შედევრს ვერასოდეს გადაეყრებოდა.

"ქალწული და ბავშვი ყვავილით ბალახიან სანაპიროზე“ - რენესანსის მხატვრის, ალბრეხტ დიურერის ნამუშევარია, რომელიც, ძალიან მალე, კლიფორდ შორერს მდიდარ ადამიანად აქცევს.

სპეციალისტების ვარუდით, დიურერის ნამუშევარი სულ ცოტა 50 მილიონ დოლარად მაინც უნდა გაიყიდოს.

როგორც შორერი ყვება, ის მეგობრის წვეულებაზე მიიჩქაროდა, მაგრამ საჩუქრის ყიდვა დაავიწყდა და გადაწყვიტა, წიგნების გამყიდველის სახლს სწვეოდა. როცა მამაკაცმა სასაჩუქრედ აარჩია წიგნი, გამყიდველმა ჰკითხა, ერკვეოდა თუ არა ხელოვნებაში. შორერი, რომელიც წარსულში მუზეუმის ხელმძღვანელიც იყო, თავიდან ეჭვის თვალით უყურებდა ბრეინერდის მტკიცებას, რომ მის მეგობარს დიურერის ორიგინალი ნახატი ჰქონდა, მაგრამ მაინც დასთანხმდა ნახატის სანახავად სტუმრობაზე.

11 დღის შემდეგ, შორერს დაუკავშირდა ადამიანი, რომელსაც დიურერის ნამუშევარი ჰქონდა და შინ მიიპატიჟა, სადაც გაირკვა, რომ მან ქალწულის და ბავშვის ნახატი 2016 წელს შეიძინა 30 დოლარად. მის ყოფილ მფლობელებს ის რეპროდუქცია ჰგონებიათ და ამიტომ გადაწყვიტეს მისი ჩალის ფასად გაყიდვა.

შორერმი ნამუშევრის ხილვის შემდეგ, გამყიდველს 100 000 დოლარზე გაურიგდა და ლონდონში გაემგზავრა ნახატის გამოსაკვლევად, სადაც დადგინდა, რომ ეს ნამდვილად დიურერის ორიგინალი ნამუშევარია.

შორერი მომავალში ნახატის გაყიდვას გეგმავს, მაგრამ ჯერ არ იცის - როდის...

"ეს უდიდესი აღმოჩენაა ჩემს ცხოვრებაში, ნახატი საბოლოოდ სადაც არ უნდა აღმოჩნდეს, სულ მექნება სურვილი მივაკითხო და კიდევ ერთხელ ვიხილო", - ამბობს ის.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა