ავტორი:

"ჩემი თვალით რასაც ვხედავ, წონასწორობა ნამდვილად უჭირს“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

"ჩემი თვალით რასაც ვხედავ, წონასწორობა ნამდვილად უჭირს“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, სააკაშვილს სიარულის და წონასწორობის დაცვის პრობლემები აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს ეს პრობლემა აქამდე არ ჰქონია.

"რომ დავინახე, სიარულის დროს წონასწორობა ირღვევა, ექიმს ვუთხარი ძალიან მიკვირს -მეთქი. საერთოდ, სიარული რომ დაიწყო თავიდან, პირდაპირ სიარული დაიწყო, არაფერი უჭირდა და ახლა რატომღაც სიარული უჭირს, თითქოს წონასწორობას ვერ იცავს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა მას მეტყველების პრობლემა, მან უპასუხა, რომ ძალიან ცოტას საუბრობს.

"იმდენად ცოტას ვლაპარაკობთ, ვერიდები. ერთ ფრაზას ვეტყვი ხოლმე, უფრო ვუყურებთ ხოლმე ერთმანეთს. გადავხედავთ, ხან ტელევიზორია ჩართული, ასეთია ხოლმე ჩვენი შეხვედრები. სამედიცინო მხარე მაინც ექიმებმა უნდა შეაფასონ. მე ჩემი თვალით რასაც ვხედავ, იმას ვამბობ. წონასწორობა ნამდვილად უჭირს“,-განაცხადა ალასანიამ.