ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღებას მართავს.
მიღებას პოლიტიკური პარტიების ნაწილი ესწრება. მათ შორის არიან, როგორც მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
მიღებაზე ამ წუთებში სიტყვით გამოდის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.