ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა. სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა წინაპირობები მესმის, ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს,- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში პოლიტიკური პარტიების მიღებაზე განაცხადა, სადაც მან ე.წ. შერიგებაზე ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტი განმარტავს, შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა.
"ეს პროცესი უნდა ეყრდნობოდეს რამდენიმე მთავარ პრინციპს. ერთი არის ინკლუზიურობა, დღეს ყველა არის პოლარიზებული, ყველა დარგი, სექტორი საზოგადოების, თუ პოლიტიკის. ყველა უნდა იყოს ჩართული. ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ, თუ ჯგუფურ დონეზე, ყველა სფეროს მონაწილეობით. ეს ყველაფერი უნდა იყოს ვრცელი კომუნიკაციის ფონზე, რათა საზოგადოება და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რომელიმე მომენტში არ არის ჩართული შეხვედრაზე, შეძლოს გაეცნოს, კონსულტაციის შინაარსს.
ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა. სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა წინაპირობები მესმის, ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს. ეს ნიშნავს, რომ პროცესი ჩიხში შევა. არაფერია გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი პროცესში მოსაგვარებელი და მოსალაპარაკებელია.
თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა, ეს ცუდად იყო გაგებული, ამაზე დაიწყო გარკვევა, როგორ უნდა შევურიგდე იმას, თუ ამას, ან რატომ უნდა შევურიგდე. გასაგებია, ამგვარი პროცესები, რაც ჩატარდა მსოფლიოში, შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით, მით უმეტს, როდესაც წარსულს ეხება, ან აწყმოს, გრძელდება სამართლიანობით და შემდეგ შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც მირჩევნია, რომ დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი. უფრო პროცესია, ვიდრე შედეგი“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიღებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაისვა, თუმცა ეს არის ნებისმიერი პრეზიდენტისთვის ჩვეულებრივი მიღება, რომელსაც აქვს თავის მიზანი და ეს არის ატმოსფეროს, განწყობის შეცვლა.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ეს არის პირველი ერთი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომა არის პოზიტივი და საზოგადეობის მიერ იქნება აღქმული დადებითად.
"ბევრი კითხვა დაისვა ამ მიღების შესახებ და მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა ამ თემაზე. ეს არის ნებისმიერი პრეზიდენტისთვის ჩვეულებრივი, ასეთი ტიპის მიღება. მომავალ დღეებში მექნება სხვა ღონისძიებები სამხედრო ხელმძღვანელებისთვის, არასამთავრობო ორგანიზებისთვის. ასე თუ იქნება გაშლილი, რადგან დღეს საშუალება არ გვეძლევა ერთად მოვიწვიოთ გარკვეული რეგულაციებიდან გამომდინარე. ეს არ არის რაღაც არაჩვეულებრივი, ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი.
ასევე არ დავმალავ, რომ ამას აქვს თავისი მიზანი, რომელიც არის ცოტა ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანია შეიცვალოს რაღაც ოდენობით მაინც, ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას.
ამათ არაფერი ისეთი ახალი ჯერ არ შემოვა,მაგრამ ეს არის პირველი ერთი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომა, პოზიტივი არის და პოზიტივად იქნებ აღქმული ჩვენი საზოგადეობის მიერ, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის გაუთავებელ პოლარიზაციას, დაძაბულობას, რომელმაც რეალურად გააჩერა ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, მგონია, რომ ამ პროცესის დაწყება არის დროული.
30 წელი გავიდა, ჩვენი სახელმწიფო არის 30 წლის, ზრდასრული სახელმწიფო და დროა ჩვენ გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე. ძალიან ბევრი მოვლენა იყო და გავიარეთ ძალიან რთული პროცესები, სადაც სულ იყო დაპირისპირება, ორი ბანაკი თუ არა მეტი და სამოქალაქო დაპირისპირება, არავის არ სურს, რომ დავინახოთ გამეორებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა.