ავტორი:

"მე მომეწონა, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა" - როგორ აფასებს ხატია დეკანოიძე პრეზიდენტის მიერ საახალწლო მიღებაზე გაკეთებულ განცხადებებს?

"მე მომეწონა, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა" - როგორ აფასებს ხატია დეკანოიძე პრეზიდენტის მიერ საახალწლო მიღებაზე გაკეთებულ განცხადებებს?

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საახალწლო მიღებაზე პრეზიდენტს სწორი გზავნილები ჰქონდა.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"კონკრეტულ მოლოდინზე ვერაფერს ვიტყვი, ამას სხვა ქმედება სჭირდება. ვნახოთ, ფრთხილი მოლოდინი მაქვს. მაგრამ ერთი, რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ მე მომეწონა, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა. სწორი გზავნილები იყო" - წერს დეკანოიძე.

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღება გამართა.

მიღებას პოლიტიკური პარტიების ნაწილი ესწრება. მათ შორის არიან, როგორც მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მიღებაზე არ იყო "ნაციონალური მოძრაობა".