დღეიდან ღამის კლუბები იხსნება. „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, ღამის კლუბები ფუნქციონირებას ქვეყნის მასშტაბით დღეიდან თითქმის ორ წლიანი დახურვის შემდეგ განაახლებენ.
"17 დეკემბერს, თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება.
მადლობა ყველას, ვინც ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი - უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. მალე, შევხვდებით საცეკვაო მოედნებზე“, - წერს ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში.