ავტორი:

უმაღლესი დონის დიაგნოსტირების საშუალება ონკოლოგიაში ციფრული პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი PHILIPS Vereos Digital PET/CT

უმაღლესი დონის დიაგნოსტირების საშუალება ონკოლოგიაში ციფრული პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი PHILIPS Vereos Digital PET/CT

უკვე რამდენიმე თვეა, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მსოფლიოში უახლესი ციფრული პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი PHILIPS Vereos Digital PET/CT ფუნქციონირებს. 9 დეკემბერს კი, ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ცენტრის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი. ცენტრის პროფესიონალ კადრებს კვალიფიკაცია გავლილი აქვთ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. მათ კი, აშშ-ის ემორის უნივერსიტეტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბირთვული მედიცინის სპეციალისტი შორენა ესიაშვილი ხელმძღვანელობს.

ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის ლენტი კომპანია ავერსის დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ გაჭრა და დამსწრე საზოგადოებას ცენტრის არსებობის მნიშვნელობაზე ესაუბრა:

“ეს არის უმაღლესი დონის დიაგნოსტირების საშუალება ონკოლოგიაში და სხვა სამედიცინო დარგებში. ამ კვლევის დროს, ხდება არა მარტო ანატომიური წარმონაქმნის, არამედ პროცესების მეტაბოლიზმის დონეზე დანახვა. ეს კი, საშუალებას იძლევა მოხდეს კიბოს ადრეული დიაგნოსტირება და შესაბამისად, პაციენტის დროული განკურნება. ეს არის მსოფლიოში უნიკალური ტექნოლოგია. აღსანიშნავია, რომ ავერსს აქვს ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი - შევიძინოთ უახლესი და ყველაზე თანამედროვე აპარატურა, რაც ამ შემთხვევაშიც იყო დაცული. გარდა ამისა, კორპორაცია „ფილიპსთან“ ერთობლივი პარტნიორობით დაწყებულია მუშაობა, რომ ექიმებმა და სამედიცინო საზოგადოებამ რაც შეიძლება მეტი იცოდეს ამ აპარატის შესაძლებლობების შესახებ.“

გახსნის საზეიმო ცერემონიას, სხვადასხვა ქვეყნიდან, ესწრებოდნენ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები და მეცნიერები.

გარდა უცხოელი სტუმრებისა, ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ ქართული სამედიცინო საზოგადოების საპატიო წარმომადგენლები, „ფილიპსის“ სათავო ოფისის თანამშრომლები და სხვადასხვა უწყების ოფიციალური პირები.

თურქი პროფესორის უმუტ ელბოგას შეფასება:

„მოხარული ვარ რომ მომიწვიეს. იმან, რაც დღეს აქ ვიხილე, მოლოდინს გადააჭარბა. ბირთვული მედიცინის ასეთი დონის ცენტრი მსოფლიოშიც კი ძალიან ცოტაა. ვფიქრობ, თქვენს რეგიონს ამით ძალიან გაუმართლა. წარმატებებს ვუსურვებ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს და სრულიად კომპანია ავერსს.“

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტთან დასაკავშირებლად, დაგვირეკეთ ნომერზე 032 2 02 25 25 !

კიბო არ არის განაჩენი!

https://kirurgia.ge/

R