ავტორი:

ახალი წლის შეთავაზებები საუკეთესო ფასად

ახალი წლის შეთავაზებები საუკეთესო ფასად

სად გავატაროთ ახალი წლის ღამე? თუ ამ საკითხზე ფიქრი ჯერ არ დაგიწყიათ, გადადეთ ყველა საქმე და მრავალფეროვანი შეთავაზებებიდან თქვენი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისი შეარჩიეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უკვე გვიანი იყოს და სასურველი სასტუმროს, კოტეჯის თუ რესტორნის დაჯავშნა ვეღარ მოახერხოთ.

ადგილის შერჩევის დროს ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მისი ღირებულებაა. ახალი წელი ისედაც განსაკუთრებულ ხარჯთან, ბევრ საჩუქართანაა დაკავშირებული და ამიტომ სასტუმროზე დამატებითი დანაზოგის გაკეთება საუკეთესო შესაძლებლობაა, რომელიც ამ დროს შეიძლება გამოიყენოთ.

არჩევანის გაკეთება რომ გაგიადვილდეთ, გაგიზიარებთ რამდენიმე კომფორტულ და სასიამოვნო სასტუმროსა და რესტორანს, რომლებიც ახალი წლის ღამეს მომსახურებას Hotsale-ისა და დამატებით, Mastercard-ის დანაზოგით შემოგთავაზებენ, ანუ დამატებით 30%-იანი დანაზოგით ისარგებლებთ.

პარკ ჰოტელ წინანდალი/ Park Hotel Tsinandali

სულ სხვა ახალი წელი წინანდლის მამულში, სასტუმროში განთავსება და საზეიმო ვახშამი 2 სტუმარზე. პაკეტი მოიცავს: 31 დეკემბერს სასტუმროში განთავსებას და საზეიმო ვახშამს 2 სტუმარზე. მუსიკა: ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე - BAD HABITZ, AFTER PARTY DJ-სთან ერთად. პაკეტის საწყისი ღირებულება 640 ლარია, Hotsale-ის დანაზოგით - 575, ხოლო Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში - 427 ლარი.

კოტეჯი ნიუ ბაკურიანი / NEW BAKURIANI

12 სტუმარზე გათვლილი კოტეჯი ნიუ ბაკურიანი 4 საძინებელს, სამზარეულოსა და ინდივიდუალურ სველ წერტილებს აერთიანებს. 31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე კოტეჯის საწყისი დღიური ღირებულება 1100 ლარია, Hotsale-ის დანაზოგით - 550, ხოლო Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში კი - 490 ლარი.

სნოუ პლაზა / SNOW PLAZA

ნომრები სამჯერადი კვებით, ოლიმპიური აუზით, ფიტნესით და საუნით ბაკურიანის სასტუმროში საუკეთესო გადაწყვეტილებაა ახალი წლის ღამის გასატარებლად. ამ პერიოდში სტანდარტული 2 ადგილიანი ნომრის ღირებულება Hotsale-ის დანაზოგით 450 ლარის ნაცვლად 300 ლარია, ხოლო Mastercard-ის ბარათით - 227.50 ლარი.

პანორამა მგზავრები

თუ ახალი წლის ღამის ბაკურიანის აპარტამენტებში გატარება გადაწყვიტეთ, პანორამა მგზავრები საუკეთესო გადაწყვეტილებაა. აპარტამენტში 4+1 სტუმარზე სასიამოვნო დროის გატარებას 250 ლარის ნაცვლად Hotsale-ის დანაზოგით 140 ლარად, ხოლო Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში - 107.80 ლარად.

სასტუმრო ანამარია / ANA MARIA

3-სართულიანი საოჯახო სასტუმრო ახალი წლის ღამეს ოჯახებს სასიამოვნო და მშვიდ გარემოს შეუქმნის. სასტუმროს ნომერი 4 პერსონაზე სამჯერადი კვებით 330 ლარის ნაცვლად Hotsale-ის დანაზოგით 200 ლარად, ხოლო Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში 152.60 ლარად შეგიძლიათ მიიღოთ.

რიწა / RITZA

კომფორტული და კეთილმოწყობილი სასტუმრო „რიწა“ ახალი წლის შეხვედრას სასიამოვნო გარემოში გთავაზობთ. ნომერი 2 სტუმარზე სამჯერადი კვებით 250 ლარის ნაცვლად Hotsale-ის დანაზოგით 150 ლარი ღირს, ხოლო Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში - 115.50.

სასტუმრო გრინვუდი / GREENWOOD

გრინვუდი საოჯახო ლუქსის ტიპის სასტუმროა რომელიც ლუქსის ტიპის 10 საოჯახო და სტანდარტულ ნომერს აერთიანებს. სასტუმროში 2 პერსონაზე სამჯერადი კვებით ლუქსის ტიპის ნომრის ღირებულება 300 ლარია. Hotsale-ის დანაზოგით სარგებლობისას 210 ლარის, ხოლო Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში კი მხოლოდ 161 ლარს გადაიხდით.

მელისი ბაკურიანი / MELISI BAKURIANI

სასტუმრო დიდველის საბაგიროდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს,სოფლის დასახლებიდან მოშორებით,რომელიც ტყეებითა და ფერდობებითაა გარშემორტყმული. სასტუმროში ნომერი 2 სტუმარზე საუზმით სტანდარტულად 250, Hotsale-ის დანაზოგით 175, ხოლო Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში კი 133 ლარი ღირს.

რესტორანი კალანდა

თუ ახალი წლის ღამეს თბილისიდან გასვლას ვერ ახერხებთ, მაშინ თქვენს გემოვნებაზე მორგებული რესტორანი შეგიძლიათ შეარჩიოთ. საახალწლო შეთავაზება რესტორან კალანდა / KALANDA-სგან 6 სტუმარზე Hotsale-ის დანაზოგით სარგებლობისას 401.5 ლარის ნაცვლად 280 ლარს გადაიხდით, ხოლო Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში - 210-ს.

თუ თქვენ ახალი წლის შეხვედრა ტრადიციულად ოჯახში გიყვართ, მაშინ საახალწლო სუფრა შეგიძლიათ შეუკვეთოთ და ზედმეტი წვალების გარეშე უმასპინძლოთ თქვენს საყვარელ ადამიანებს.

პაბი ტაიმ აუტი / TIME OUT PUB

უგემრიელესი საახალწლო სუფრა გატანით 12-14 პერსონაზე Hotsale-ის დანაზოგით სარგებლობისას 583 ლარის ნაცვლად 379 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ, ხოლო Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში - 282.80 ლარად.

რესტორანი მღვიმე / MGHVIME

რესტორანი მღვიმე ასევე გთავაზობთ საახალწლო სუფრას გატანით. კერძები 5-6 სტუმარზე 330 ლარის ნაცვლად Hotsale-ის დანაზოგით 230 ლარად, ხოლო Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში 175 ლარად შეგიძლიათ მიიღოთ.