ავტორი:

ჩრდილოეთ კორეამ 11 დღე სიცილი და ალკოჰოლის მიღება აკრძალა - რას უკავშირდება მთავრობის განკარგულება?

ჩრდილოეთ კორეამ 11 დღე სიცილი და ალკოჰოლის მიღება აკრძალა - რას უკავშირდება მთავრობის განკარგულება?

ჩრდილოეთ კორეელებს, კიმ ჩენ ინის მამის კიმ ჩენ ირის გარდაცვალების 10 წლისთავის გამო, 11 დღის განმავლობაში სიცილი და ალკოჰოლის მიღება აეკრძალათ.

ჩრდ. კორეის მთავრობამ განკარგულება გასცა, რომ არავის აქვს უფლება ბედნიერების ან მხიარულების რაიმე ნიშანი ეტყობოდეს და თუ საკმარისად არ იგლოვებს მოსახლეობა, მათ დაკავებასაც არ მოერიდებიან.

კიმ ჩენ ირი ჩრდილოეთ კორეას 1994 წლიდან გარდაცვალებამდე 2011 წლამდე მართავდა, შემდეგ კი ის მისმა ყველაზე უმცროსმა ვაჟმა კიმ ჩენ ინმა შეცვალა.

"ამ 11 დღის მანძილზე, ჩვენ არ უნდა დავლიოთ ალკოჰოლი, გავიცინოთ ან თავისუფალ აქტივობებში ჩავერთოთ" - განაცხადა ქალაქ სინიიჯუს მაცხოვრებელმა.

წყარომ ასევე დაამატა, რომ 17 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეელებისთვის არაა დაშვებული სურსათების საყიდლად გასვლა, რადგან ეს კიმ ჩენ ირის გარდაცვალების დღეა.

ის ასევე ამხელს: "წარსულში, როცა სამგლოვიარო პერიოდში ვინმეს დალევაში გამოიჭერდნენ ან სიმთვრალეს ამჩნევდნენ, აპატიმრებდნენ და იდეოლოგიურ კრიმინალებად რაცხავდნენ, შემდეგ სადღაც მიჰყავდათ და სამუდამოდ ქრებოდნენ ეს ადამიანები.“

კიმ ჩენ ირის გარდაცვალების 10 წლისთავისთვის, სხვადასხვა პროვინციები მისი ფოტოების გამოფენას აწყობენ და კონცერტებს მართავენ მის მოსაგონრად.

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ პერიოდში ოჯახის წევრი გარდაიცვლება, ჩვენ არ გვაქვს უფლება ხმამაღლა ვიტიროთ, ხოლო გვამი სამგლოვიარო დღეების დასრულების შემდეგ შეგვიძლია გავიტანოთ სახლიდან. ამის გამო, ზოგი საკუთარ დაბადების დღესაც კი ვერ აღნიშნავს" - ყვება ჩრდილოეთ კორეის მაცხოვრებელი.

კიმ ჩენ ირი გულის შეტევით, 2011 წლის 17 დეკემბერს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც წესი, ყოფილი მმართველის გლოვა 10 დღე გრძელდება ხოლმე, თუმცა წელს 10 წლის თავის გამო, 11 დღემდე გაზარდეს სამგლოვიარო დღეების რაოდენობა.

სამხრეთ-დასავლური პროვინციის მაცხოვრებელმა ისიც კი თქვა, რომ თუ საკმარისად შეწუხებული გამომეტყველება არ გაქვს, ამის გამოც შეიძლება ოფიცრებმა დაგაკავონო.

ზოგი ჩრდილოეთ კორეის მაცხოვრებელი იმასაც კი ნატრულობს, გლოვის დღეების რაოდენობა 1 კვირამდე შემცირდეს, ისევე, როგორც კიმ ირ სენის გარდაცვალების წლისთავზე ხდება ხოლმე.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა