ლაშა ტალახაძემ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ატაცში 210/218/225 კგ. დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
ძალოსანმა სამივე ცდა წარმატებით დაძლია და ახლა აკვრაში შეჯიბრისთვის ემზადება.