ავტორი:

"მეგობრები მაფრთხილებენ, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - ცნობილ რეჟისორს პუტინთან კამათის შემდეგ ემუქრებიან

"მეგობრები მაფრთხილებენ, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - ცნობილ რეჟისორს პუტინთან კამათის შემდეგ ემუქრებიან

ambebi.ge უკვე წერდა 9 დეკემბერს, კრემლში გამართულ პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოს სხდომაზე, რომელშიც ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა. სხდომაზე საკმაოდ სერიოზული დისკუსია დაიწყო მას შემდეგ, რაც საკითხი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შეეხო. საბჭოს წევრმა, ცნობილმა რეჟისორმა ალექსანდრე სოკუროვმა განაცხადა - "უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რუსეთიდან გავუშვათ ის ტერიტორიები, რომლებსაც ფედერალური კანონებისა და წესებით ცხოვრება არ სურთ". მან აგრეთვე დაიჩივლა იმაზეც, რომ რუსეთი ძალიან დიდ სახსრებს ხარჯავს მსოფლიოს რიგი ქვეყნებისა და არაღიარებული რესპუბლიკების მხარდასაჭერად.

ალექსანდრე სოკუროვის პოზიციამ ვლადიმერ პუტინის გაღიზიანება გამოიწვია, რასაცა კამათი მოჰყვა.

დღეს გაირკვა, რომ რეჟისორს ბოდიში მოიხადა მოუწია ვლადიმირ პუტინთან ამ კამათისთვის და ილაპარაკა იმ მუქარის გზავნილებზე, რომელსაც ამის შემდეგ იღებს. მან ამის თაობაზე ისაუბრა მიმართვაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარეს, ვალერი ფადეევს, გაუგზავნა.

მასში სოკუროვი ბოდიშს იხდის პუტინთან კამათის გამო, რასაც კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის აღშფოთება მოჰყვა. "მე გამაცნეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის მრისხანე რეაქცია. ის მართალია - მე დილეტანტი ვარ და, ეტყობა, ასეთების ადგილი არ არის ისეთ პატივსაცემ გარემოში, როგორიც საბჭოა“, - ამბობს სოკუროვი მიმართვაში.

"ვიცი, ქვეყანაში არავინ დაიცავს საპრეზიდენტო საბჭოს წევრის პატივსა და ღირსებას... მეგობრები მაფრთხილებენ, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ერთადერთი, რაც ჩემი სიცოცხლის გარანტია შეიძლება იყოს, ეს პრეზიდენტის მხრიდან ასეთი რადიკალური განვითარების წინააღმდეგ გამოსვლაა".

შეგახსენებთ დმიტრი პესკოვმა "არაკომპეტენტური“ უწოდა სოკუროვის გამოსვლას. ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა კი რუსეთის გენერალურ პროკურორს მიმართა შეისწავლოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს რეჟისორის გამოსვლას.