ვფიქრობ, რომ სასამართლო პროცესზე დასწრება არ იქნება დასაშვები, არ ვურჩევ, ძალიან სუსტადაა, მას უჭირს დგომა, უჭირს სიარული, ადვილად იღლება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით გამოსწორებას არ ველით უახლოეს 2-3 დღეში, - ამის შესახებ ნევროლოგმა ოთარ თოიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულებისა და გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.
ოთარ თოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა არ შეცვლილა და საჭიროებს რეაბილიტაციური ღონისძიების ჩატარებას.
"დღეს პრეზიდენტი სუსტად გამოიყურებოდა, თვითონაც აღნიშნავს, რომ გადაღლილია, ურჩევნია იწვეს და იყოს წყნარად. რაც შეეხება ნევროლოგიურ სტატუსს იგი არ შეცვლილა, ხან ცოტათი უარესდება, ხან ცოტათი უმჯობესდება. საჭიროებს სპეციალური რეაბილიტაციური ღონისძიების ჩატარებას.
ხვალ კონსილიუმი მოვა პრეზიდენტის მდგომარეობის შესაფასებლად და დასკვნა მოჰყვება ამას“, - განაცხადა ოთარ თოიძემ.