ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტყუილი უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვოს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ტყუილის გავრცელება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ გადაიფაროს ოპოზიციის შიგნით არსებული კონფლიქტი.
"ეს არის ტყუილი, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ და ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ რაღაცნაირად გადაიფაროს ის რეალური კონფლიქტები, რომლებიც არის ოპოზიციის შიგნით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთანავე, კობახიძემ სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებული არც ერთი ინფორმაცია არ დაადასტურა.