ავტორი:

"სააკაშვილმა 7 კილო დაიკლო, სუსტადაა... მისი რეაბილიტაცია იმ გალიაში, წარმოუდგენელია" - რას ამბობს დეკანოიძე ექსპრეზიდენტის ნახვის შემდეგ?

"სააკაშვილმა 7 კილო დაიკლო, სუსტადაა... მისი რეაბილიტაცია იმ გალიაში, წარმოუდგენელია" - რას ამბობს დეკანოიძე ექსპრეზიდენტის ნახვის შემდეგ?

ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია ისეთ პირობებში, იმ გალიაში, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უკანასკნელ პერიოდში 7 კილოგრამი დაიკლო და ძალიან სუსტადაა.

"არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმას, რომ მე მიხეილ სააკაშვილი ვნახე 2 კვირის წინ და ის ფიზიკურად გაცილებით კარგ მდგომარეობაში იყო, ვიდრე ახლა, იმიტომ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით, როგორც მითხრა, დაკლებული აქვს 7 კილო და ძალიან გამხდარია. ძალიან უჭირს გადაადგილება, ეს არის თვალშისაცემი. ღამის ძილი არ აქვს მოწესრიგებული, რაც არის ნევროლოგიური ფაქტორი და პრაქტიკულად აქვს ძალიან სერიოზული პოსტტრავმული სინდრომი, რომელიც განვითარდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ. ამიტომ, ჩემი შთაბეჭდილებითაც კი, ახლა მისი ფიზიკური მდგომარეობა არის ძალიან სუსტი,“- განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დღეს განვითარებულ პროცესებს ძალიან რთულად აფასებს, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას კი შერიგების აქტად ვერ განიხილავს.

"ვისაუბრეთ, პირველ რიგში, პოლიტიკურ მდგომარეობაზე, საერთაშორისო კრიზისზე, ასევე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმას, რომ აფასებს ძალიან რთულად დღევანდელ არსებულ სიტუაციას, ისევე როგორც საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი. ხაზი მინდა, ასევე, გავუსვა იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ კონკრეტული პოლიტიკური თამაშის წესების შეთანხმებას, მე შერიგებას ვერ დავარქმევდი და არც თვითონ არ ფიქრობს, რომ ამ პროცესს შერიგება უნდა ვუწოდოთ თუმცა ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილში,“- განაცხადა დეკანოიძემ.