ავტორი:

როგორია ნუცუბიძის პლატოზე დაჭრილი 17 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის განმარტება

როგორია ნუცუბიძის პლატოზე დაჭრილი 17 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის განმარტება

ექიმის ინფორმაციით, ნუცუბიძის პლატოზე დაჭრილ 17 წლის ბიჭს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა და ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

"გუშინ, საღამოს ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს ახალგაზრდა, 17 წლის მამაკაცი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, მათ შორის ერთი იყო შემავალი პლევრის ღრუში. გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და შემდგომი მკურნალობის მიზნით, გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში. სავარაუდოდ, ცივი იარაღით იყო მიყენებული ჭრილობები. 112-ის მიერ მოხდა პაციენტის ტრანსპორტირება“, - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, ნუცუბიძის პლატოზე 17 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ჯერჯერობით დაკავებული არ არის.