ავტორი:

გრინჩი, მარტო სახლში - რომელია 8 ყველაზე შემოსავლიანი საშობაო ფილმი

გრინჩი, მარტო სახლში -  რომელია 8 ყველაზე შემოსავლიანი საშობაო ფილმი

შობა-ახალი წელი ცნობილი საშობაო ფილმების გარეშე წარმოუდგენელია. მათი ნაწილი უკვე კლასიკად არის ქცეული და მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი უყურებს.

ანალიტიკური პლატფორმა Statista გვთავაზობს ყველაზე პოპულარული საშობაო ფილმების სიას, რომლებმაც ეკრანიზაციის დღიდან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს და ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

რეიტინგში პირველი ადგილი 2018 წელს გამოსულმა მულტიპლიკაციურმა ფილმმა, “გრინჩმა“ (The Grinch) მოიპოვა. (არ აგერიოთ 2000 წელს გამოსულ ფილმში "როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“). ფილმის ჯამურმა შემოსავალმა 512 მილიონი დოლარი შეადგინა.

სიაში მე-2 ადგილი ყველასათვის საყვარელმა კომედიურმა ფილმმა "მარტო სახლში 1-მა“ მოიპოვა, ფილმის შემოსავალი 476.7 მილიონი დოლარი იყო.

მე-3 ადგილზე კი მისმა გაგრძელებამ "მარტო სახლში 2-მა“ მოიპოვა. ფილმის შემოსავალმა 359 მილიონი დოლარი შეადგინა.

ყველაზე მაღალშემოსავლიანი საშობაო ფილმის სია ასე გამოიყურება:

1. გრინჩი (2018) – 512.6 მილიონი აშშ დოლარი

2. მარტო სახლში (1990) – 476.7 მილიონი აშშ დოლარი

განაგრძეთ კითხვა