ავტორი:

"სწორ ხაზზე ვერ დადის - შესაბამისი რეაბილიტაცია სჭირდება" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

"სწორ ხაზზე ვერ დადის - შესაბამისი რეაბილიტაცია სჭირდება" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შეფასებით, სააკაშვილს სიარულისას წონასწორობის დაცვა უჭირს.

როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი რეაბილიტაცია სჭირდება.

"სწორ ხაზზე ვერ დადის, რომ გაატარებენ, მარჯვენა მხარეს იმ მომენტში, თუ ვინმე არ იქნება, შეიძლება დაეცეს. კიდევ მზერა, ნერვოპათოლოგი რომ სინჯავს, მარჯვენა თვალი ვერ მიყვება. აშკარად სისუსტე აქვს, ჩემი შთაბეჭდილებები ეს არის“,-განაცხადა ალასანიამ.

მან ცენტრ "ემპათიას“ დასკვნაც შეაფასა და განმარტა, რომ ეს დასკვნა მისთვის აბსოლუტურად მისაღებია.

"გამოსავალი არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, მიმაჩნია, რომ რეაბილიტაციაა საჭირო ნორმალური, შესაბამისი რეაბილიტაცია სჭირდება ადამიანს. არ ვიცი, ეს რეაბილიტაცია რამდენად უშველის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამის გარეშე რომ ძალიან ცუდად იქნება საქმე, ამ დასკვნიდანაც ჩანს. კონსილიუმმა ხომ დადო უკვე დასკვნა, მე მათი გამოსვლებიც მოვისმინე. ყველა ერთხმად იმეორებდა, რომ მისი გადაყვანა ჯერ ძალიან ადრეა და ამაზე საერთოდ ლაპარაკიც არ შეიძლება“, - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, ცენტრი "ემპათიას" ექსპერტები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემაჯამებელ დასკვნასა და რეკომენდაციებს ავრცელებენ.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, არაეფექტური მკურნალობა – რეაბილიტაცია გამოიწვევს მდგომარეობის დამძიმებას, კერძოდ, დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას.