შაბათს ბაღდადში აშშ-ის საელჩოს მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს, რომელთაგან ერთი ამერიკელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს, მეორე კი საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
რაკეტა აშშ-ს თავდაცვის უწყების C-RAM ანტისარაკეტო აღჭურვილობით გაანეიტრალეს.
რაკეტა, რომელმაც საელჩოს ასცდა მწვანე ზონის მახლობლად, დიდი სადღესასწაულო მოედნის მიმდებარედ ჩამოვარდა, რამაც ორი ავტომობილი დააზიანა საელჩო ერაყის დედაქალაქის დაცულ მწვანე ზონაში მდებარეობს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.