ავტორი:

ათასობით გაუჩინარებული ადამიანი ჩეჩნეთში და შემაშფოთებელი სტატისტიკა - სად "ქრებიან" მოქალაქეები? კადიროვის სასტიკი რეჟიმის ქრონიკები

ათასობით გაუჩინარებული ადამიანი ჩეჩნეთში და შემაშფოთებელი სტატისტიკა - სად "ქრებიან" მოქალაქეები? კადიროვის სასტიკი რეჟიმის ქრონიკები

"ოფიციალური ინფორმაციით, ჩეჩნეთში 2020 წელს, უგზო-უკვლოდ 1700 -ზე მეტი ადამიანი დაიკარგა, 2021 წლის მხოლოდ 9 თვის განმავლობაში კი, 1650-ზე მეტი", - ამ მონაცემებს, ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებზე დაყრდნობით, Кавказский Узел, აქვეყნებს და საეჭვო ვითარებაში გამქრალ ადამიანებზე წერს.

გამოცემის ცნობით, მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა რაოდენობით, ჩეჩნეთი ლიდერობს. კონკრეტულად კი, მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში ძებნაში იმყოფება 3400-ზე მეტი ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი, 2 000-მდე - ჩეჩნეთში. ეს ბოლო წლების განმავლობაში მესამე შემთხვევაა, როდესაც ჩეჩნეთში დიდი რაოდენობით "გამქრალი" ადამიანების შესახებ იტყობინებიან.

ამის გარდა, ჩეჩნეთში ყოველწლიურად 20-30 დაკარგულ პირს პოულობენ.

РИА Новости-ის ინფორმაციით, 2021 წელს, ცხრა თვის განმავლობაში თითქმის მთელ რუსეთში, 40 ათას ადამიანზეა ძებნა გამოცხადებული, მათგა6 6500-მდე ნაპოვნია და მათი ნაწილი პატიმრობაში. ამ მონაცემებში შედიან ისინიც, ვინც უკვე გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენის ბედი გაურკვეველია.

გამოცემის ცნობით, "გამქრალი ადამიანების რაოდენობით" პირველ ადგილზეა ჩეჩნეთი.

უკვე წლებია, რაც მოქალაქეების "გაქრობა" ჩეჩნეთში აღარავის აკვირვებს. საინტერესოა ჯერ კიდევ 2013 წელს გაუჩინარებული დები აიდამიროვების ამბავი, რომლებიც ჩეჩნეთში, ყურჩალოევსკის რაიონში, გელდაგანის დასახლებაში ცხოვრობდნენ. 23 წლის ზარგანი და 25 წლის საციტა კერძო ავტოსამრეცხაოში მუშაობდნენ, სადაც ცხოვრობდნენ კიდეც.

გოგონების დაკარგვის შემდეგ, დაკითხეს ავტოსამრეცხაოს მეპატრონე. სამართალდამცველებმა მათ სახლში სისხლის კვალიც იპოვნეს და ძიებაც დაიწყო, მაგრამ შემდეგ, საქმე მალევე დაიხურა. ადგილობრივების თქმით, "ავტოსამრეცხაოს მეპატრონემ საქმის "ჩამფარცხველი" იპოვა და გამოძიებაც შეწყდა."

  • 2017 წელს უგზო-უკვლოდ დაიკარგა მომღერალი ზელიმხან ბაკაევი, რომელიც გროზნოში დის ქორწილში მოდიოდა, მაგრამ გზაში გაქრა. ადგილობრივების თქმით, "არც ამ საქმეზეა რაიმე წინსვლა, ვინაიდან, ბაკაევის სტილი და სიმღერები, ჩეჩნეთში ვიღაცებს არ მოსწონდათ."

2020 წელს, ასევე გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა გროზნოში მცხოვრები მოვსერ უმაროვი. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გაუჩინარება რამზან კადიროვის ხელისუფლების კრიტიკოსის, ტუმსო აბდურახმანოვის ბლოგების ყურება იყო. უმაროვი 2020 წლის ივლისში სპეცოპერაციით აიყვანეს, რის შემდეგაც, მისი კვალი გაქრა. ოჯახის წევრები უმაროვის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვებას დღემდე უშედეგოდ ცდილობენ.

მისი ახლობლების ვერსიით, ახალგაზრდა უმაროვი გროზნოელ სამართალდამცველებს შემოაკვდათ. იმავე წელს, დიდი რეზონანსი მოჰყვა კადიროვის ხელმძღვნალობის კრიტიკოსის, სალმან ტეპსურკაევის ვიდეოს, რომელშიც მის მიმართ არაადამიანური წამების კადრები იყო ასახული. ამის შემდე ტეპსურკაევი ოკახს არ დაკავშირებია.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Мемориал მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩევს, თუმცა, მისი ოჯახის წევრების, თქმით, რც ის არის ცნობილი, ტეპსურკაევი ცოცხალია თუ არა.

  • ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, სინამდვილეში, ჩეჩნეთში გაუჩინარებული ადამიანები ბევრად მეტია, რადგან დაკარგულთა შორისაა ასობით გაუჩინარებული გეი, რომელთაც "კადიროვცები" ხშირად "ცოცხლად მარხავენ."

"ასევე სასტიკად უსწორდებიან, კადიროვის კრიტიკოსებს. მათ კი არა, რეჟისორ ალექსანდრ სოკუროვს შეუთვალა კადიროვმა "მის მეფესთან" ფრთხილად იყოს... ამის შესახებ თავად რეჟისრომა განაცხადა, მუქარის წერილები მომდისო, ვინმემ არ იცის, რომ პუტინისთცის მიუღებელ პერსონებთან "კადიროვცები" "მუშაობენ?.." სწორედ კადიროვია "რუსეთის მეფის" შავი საქმეების შემსრულებელი", - წერს კომენტარებში ინგტერეტმომხარებელი "კნიაზ ბუგოვსკი.."

"ვისაც არ ესმის რამდენად საშინელია ეს რიცხვი, შედარებისთვის შეუძლია ნახოს ჩეჩნეთში საომარი მოქმედებებიდან დღემდე გამქრალი ადამიანების სტატისტიკა. ადამიანის უფლებადამცველი ნურდი ნუხაჟიევი აცხადებდა, რომ 1994 წლიდან 2008 წლამდე, ოფიციალურად, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა... ამის შემდეგ კი, თითქოს მშვიდობიან პერიოდში, ერთ წელში 2 000-მდე ადამიანი დაიკარგა. ამას წინათ, ჩემი ახლობლების ოჯახში ახალგაზრდა გოგონა დაიკარგა. ოჯახმა პოლიცია გამოიძახა, მაგრამ რეაგირება არ მოგყოლია და ასეთი შემთხვევა რამდენია..." - წერს კომენტარებში კიდევ ერთი ინტერნეტმომხარებელი.