ავტორი:

"თუ გსურთ ოპტიმალურად იყოთ დაცული, გაიკეთეთ "ბუსტერი" - ენტონი ფაუჩი

"თუ გსურთ ოპტიმალურად იყოთ დაცული, გაიკეთეთ "ბუსტერი" - ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ აშშ-მ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი - ვაქცინაციიდან ტესტირებამდე და პირბადეებამდე "მკაცრი ზამთრის წინააღმდეგ საბრძოლველად".

ფაუჩიმ CNN-თან ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას:

”თუ გსურთ იყოთ ოპტიმალურად დაცული, გაიკეთეთ ბუსტერი”, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ აუცილებელია ასევე ნიღბის ტარება.

მისი თქმით, კორონავირუსის წინააღდეგ ყოვლისმომცველი მიდგომა მუშაობს და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მექანიზმი.