ავტორი:

აფეთქება ვაზისუბანში - არსებული ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა

აფეთქება ვაზისუბანში - არსებული ინფორმაციით, აფეთქება  საცხოვრებელ კორპუსში მოხდა

რამდენიმე წუთის წინ ვაზისუბანში ძლიერი აფეთქების ხმა იყო. არსებული ინფორმაციით აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მოხდა.

აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

Ambebi.ge დამატებით დეტალებს არკვევს.