ავტორი:

"კოვიდ 19-ის წარმოშობის წყარო უხანის ლაბორატორიაა, ჩინეთმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს" - დონალდ ტრამპი

"კოვიდ 19-ის წარმოშობის წყარო უხანის ლაბორატორიაა, ჩინეთმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს" - დონალდ ტრამპი

"ვფიქრობ, კოვიდ 19-ის წარმოშობის წყარო სრულიად აშკარაა. ის უხანის ლაბორატორიიდან წარმოიქმნა და ვფიქრობ, თუკი ვინმე რამეს განსხვავებულად ფიქრობს, ის, უბრალოდ თავის თავს ატყუებს" - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

"ჩინეთმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს. მე მხოლოდ შეერთებულ შტატებზე არ მაქვს საუბარი, არამედ მთელ მსოფლიოზე. ზარალი 60 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ჩინეთს 60 ტრილიონი არ აქვს, მაგრამ მათ უნდა მოიმოქმედონ რამე იმისთვის, რაც გააკეთეს. ის, რაც მათ მსოფლიოს გაუკეთეს, საშინელებაა და ეს არ წყდება,“- აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, კოვიდ 19-ით ინფიცირების პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა ჩინეთში, ქალაქ უხანში 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა.