ავტორი:

ტრაგედია ავსტრალიაში - ქარის მიერ გატაცებული გასაბერი სასახლიდან გადმოვარდნილი 9 მოზარდიდან 6 დაიღუპა

ტრაგედია ავსტრალიაში -  ქარის მიერ გატაცებული გასაბერი სასახლიდან გადმოვარდნილი 9 მოზარდიდან 6 დაიღუპა

გასულ კვირას, ავსტრალიაში, ტრაგედია დატრიალდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. 11 წლის ჩეის ჰარისონი მე-6 მოზარდია, რომელიც მომხდარიდან 3 დღის შემდეგ, გარდაიცვალა. ის ერთ-ერთი იყო იმ 9 ბავშვიდან, რომლებიც ძლიერი ქარის გამო 10 მეტრის სიმაღლეზე ატაცებული გასაბერი სასახლიდან ძირს ჩამოვარდნენ. შემთხვევა კუნძულ ტასმანიაზე, პატარა ქალაქ დევენპორტში მოხდა, სადაც დაახლოებით 30 000 მოსახლე ცხოვრობს. ბავშვები სკოლის მიერ გამართულ გასართობ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 2 ბავშვი კლინიკაში რჩება, ერთ-ერთი დაშავებული მოზარდი კი საავადმყოფოდან პარასკევს გამოწერეს. ის კვირას სკოლას ეწვია და გარდაცვლილი მეგობრების ხსოვნას პატივი მიაგო.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, რის გამო მოხდა ეს ტრაგიკული ინციდენტი. პოლიცია იძიებს, იყო თუ არა სასახლე მიწაზე რაიმეთი დამაგრებული და იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები.

"არ გვინდა ზედმეტად ვიჩქაროთ, მაგრამ იმასაც ვითვალისწინებთ, რომ მოსახლეობას აინტერესებს, სინამდვილეში რა მოხდა", - განაცხადა პოლიციის კომისარმა დარენ ჰაინმა.

პოლიცია ამ კვირაში აპირებს თვითმხილველების დაკითხვასაც. მათი თქმით, სემესტრის დასრულების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე, 40-მდე ბავშვის გარდა, რამდენიმე მასწავლებელი და ზრდასრული ადამიანიც იმყოფებოდა.

ხალხმა დაზარალებულთა ოჯახებისთვის თანხის შეგროვება გააწყვიტა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, შედეგად, უკვე 1.3 მილიონ დოლარამდე შეგროვდა.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა