ავტორი:

"ღარიბაშვილის გამოსვლისას სიცრუის დეტექტორი რომ დავდგათ, აფეთქდება" - რომან გოცირიძე

"ღარიბაშვილის გამოსვლისას სიცრუის დეტექტორი რომ დავდგათ, აფეთქდება" - რომან გოცირიძე

"ღარიბაშვილის გამოსვლისას სიცრუის დეტექტორი რომ დავდგათ, აფეთქდება. ტყუილზე ხომ კარდიოგრამასავით გულისცემას იწყებს, მის სიცრუეს კომპიუტერი არ ეყოფა" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, საქართველოს პრემიერის გამოსვლები თავიდან ბოლომდე აგებულია სიცრუეზე და ამიტომ გადაწყვიტა, რომ ღარიბაშვილი "ყველა სიცრუე ემხილებინა“, რის შედეგადაც მან 10-მდე ტყუილი დათვალა.

"ყველაზე დიდი სიცრუე - ის ამბობს, რომ 65 მილიარდი იქნება საქართველოს მშპ და ეს იქნება ისტორიაში ყველაზე მაღალი. ზოგადად, ყოველი წლის შემდეგ, თუკი მთლიანი ზრდა არის 0,001%, ისტორიულად იმაზე მაღალია, ვიდრე წინა წელს. აქ საუბარია ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტზე და ის არაფერს ნიშნავს.

საქართველოში ხომ ეკონომიკა დაეცა შარშან 6.8%-ით. შარშან რომ ეკონომიკა დაცემულიყო 20%-ით და წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ყოფილიყო ის, რაც ახლა არის საქართველოში, ეკონომიკური ზრდა იქნება ისეთი, რომელიც ადამიანის გაჩენის დღიდან 1 წელიწადში რომ არ ყოფილა, რადგან მინუსთან შედარებით ძალიან დიდი ზრდა გვექნებოდა. მას შემდეგ, რაც ადამიანმა და მეცნიერებამ მთლიანი შიდა პროდუქტის გაზომვა გამოიგონა და აღრიცხვა დაიწყო, ამ ისტორიის განმავლობაში არნახული ზრდა გვექნებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გავიზარდეთ ძალიან სერიოზულ დაცემასთან შედარებით. მარტივ მაგალითს გეტყვით - წარმოიდგინეთ, ქუჩაში რომ მიდიხარ, დაეცემი და ქვაზე დაარტყამ თავს. ამის შემდეგ რომ წამოდგები, ბარბაცით გაივლი და აღდგები. როგორ ემოციას იწვევს - ტაშს დაგიკრავენ და იტყვიან: "რა მაგრად გაიარა“. მეორე ადამიანი, რომელიც ასევე დაეცა, მაგრამ თავი არ დაურტყამს და შედარებით მსუბუქად იყო, წამოდგა, გაიარა და არავითარი ყურადღება, რადგან შენ უფრო მეტად გეთვლება, რადგან უფრო მძიმე დარტყმის შემდეგ ადექი“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი მანიპულაციას წარმოადგენს.

"მომავალ წელს პენსია იქნება 260 ლარი. ინფლაცია საქართველოში წელს არის 13%. მომავალი პენსია რომ ყოფილიყო იმდენი, რამდენიც ახლა არის, მისი რეალური მსყიდველობითუნარიანობა ლარებში, ის უნდა გაზრდილიყო 34 ლარით. 14 ლარით მოატყუეს ხალხი, ამიტომ მომავალი წლის პენსია 14 ლარით ნაკლები იქნება, ვიდრე ის არის დღეს. გამოდის, რომ ზრდა სინამდვილეში ყოფილა კლება.

საქართველოში ინფლაცია იქნება მსოფლიოში ყველაზე უარეს დაახლოებით 10-ეულში ან 15-ეულში. საქართველოში ფასების ზრდა იქნება ყველაზე დიდი ევროპაში თურქეთის გამოკლებით. წელს საქართველოში ფასების ზრდა ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იქნება. 1996 წელს ინფლაცია იყო 13,8% ამის შემდეგ 25 წლის განმავლობაში ასეთი მაღალი არ ყოფილა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.