ავტორი:

"სტრასბურგის სასამართლოში ჩემი ძმის საქმის განხილვა წინ მიიწევს... " - რას წერს თორნიკე მამალაძე

"სტრასბურგის სასამართლოში ჩემი ძმის საქმის განხილვა წინ მიიწევს... " - რას წერს თორნიკე მამალაძე

"სტრასბურგის სასამართლოში ჩემი ძმის საქმის განხილვა წინ მიიწევს - ეს სასამართლო ჩვენი ოჯახის იმედია, იმედი 5-წლიანი უკანონო პატიმრობის დასასრულისა" - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც თორნიკე მამალაძე განმარტავს, გუშინ სტრასბურგის სასამართლოში მთავრობის შეპასუხებაზე გაგზავნეს პოზიცია.

"სტრასბურგის სასამართლოში ჩემი ძმის საქმის განხილვა წინ მიიწევს. ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. 3-თვიანი დიდი მუშაობის შემდეგ, გუშინ დავით ჯანდიერთან ერთად გავაგზავნეთ მთავრობის შეპასუხებაზე პოზიცია. 140-გვერდიანი დოკუმენტია ინგლისურად. ეს სასამართლო ჩვენი ოჯახის იმედია, იმედი 5-წლიანი უკანონო პატიმრობის დასასრულისა და სამართლიანობის აღდგენისა, იმედი 3-წლიანი პარალიზებული მდგომარეობის დასასრულის და მკურნალობის დასაწყისისა. იმის იმედი, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და მთელმა ქვეყანამ დაინახოს, რომ არავის მოკვლა (მოწამვლა) არ იგეგმებოდა!“, - წერს თორნიკე მამალაძე.

ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.