ჯგუფ "Il Divo"ს ვოკალისტი, კარლოს მარინი, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავი ჯგუფის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტიდან გავრცელდა, რომელშიც ვკითხულობთ: "ის მეგობრებს, ოჯახს და ფანებს ძალიან მოენატრებათ, მისნაირი ხმისა თუ სულის მქონე ადამიანი, მეორე არ არსებობს."
ჯგუფს დიდ ბრიტანეთში ტური ჰქონდა, რომლის დროსაც კარლოსი შეუძლოდ შეიქნა და კოცნერტის გაუქმება მოუწიათ. მომღერალი კომაში ჩავარდა და მანჩესტერის კლინიკაში მოათავსეს სამკურნალოდ. მისი დაავადება და გარდაცვალების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.
კვარტეტი "Il Divo" 2003 წელს შეიქმნა და კარიერის განმავლობაში, ჯგუფს საერთო ჯამში 30 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული და 33ზე მეტ ქვეყანაში 160 ოქროსა და პლატინის დისკის მფლობელები არიან.
კარლოს მარინი ჯგუფში ბარიტონი იყო: "სიმღერა მაცოცხლებს, ამიტომ მადლობას გიხდით მოცემული შანსისთვის, რომ ჩემი პროფესიით შემოსავალი მქონდეს," - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
<iframe width="642" height="361" src="https://www.youtube.com/embed/DJNzmNB48no" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
მოამზადა ანა სიბოშვილმა