"უკრაინის სასაზღვრო ძალების მაღალჩინოსანი, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ახლა "წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის" სამართლდება უკრაინის ბორისპოლის რაიონის სასამართლოს მიერ და ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
მიხეილ სააკაშვილის მიმართავს კობახიძეს აღნიშნული ფაქტი გაითვალისწინონ.
"გუშინ ივანიშვილის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ინტერვიუში თქვა, დიდი ამბავი თუ აქ ათრიეს, უკრაინაშიც ხომ ათრიეს თმებითო. ეტყობა ამბები არ მოდის - უკრაინის სასაზღვრო ძალების მაღალჩინოსანი, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ახლა "წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის" სამართლდება უკრაინის ბორისპოლის რაიონის სასამართლოს მიერ და ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება. ეს ისე მაინც გაითვალისწინეთ…”,- წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ "პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა "პოლიტ-ქალაქში“სააკაშვილთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, გლდანის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროება "ღირსების შემლახავია“.
მან მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა: "სააკაშვილს რომელი ღირსება შეელახა? უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ადამიანებს ნანახი - სახურავზე "კარლსონივით“ და თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი“.