ავტორი:

ილონ მასკი  11 მლრდ დოლარს გადასახადებში გადაიხდის - აშშ-ის ისტორიაში ამ რაოდენობის თანხა  გადასახადებში აქამდე არავის გადაუხდია

ილონ მასკი  11 მლრდ დოლარს გადასახადებში გადაიხდის - აშშ-ის ისტორიაში ამ რაოდენობის თანხა  გადასახადებში აქამდე არავის გადაუხდია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ილონ მასკი "ტვიტერში" წერს, რომ 2021 წლის ბოლოს გადასახადებში 11 მილიარდი დოლარის გადახდა უწევს.

აღნიშნულის შესახებ მასკმა მას შემდეგ დაწერა, რაც კვირის დასაწყისში, "დემოკრატების" წარმომადგენელმა, სენატორმა, ელიზაბეტ უორენმა ის აბუჩად აიგდო და ურჩია, "სხვების გამორჩენაზე ცხოვრებას“ შეშვებოდა.

Let’s change the rigged tax code so The Person of the Year will actually pay taxes and stop freeloading off everyone else. https://t.co/jqQxL9Run6
— Elizabeth Warren (@SenWarren) December 13, 2021

სწორედ ამ კომენტარზე საპასუხოდ დაწერა მასკმა ზუსტი ციფრი, თუ რამდენის გადახდა უწევს გადასახადებში წლის ბოლოს.

ილონ მასკი, რომელიც ელექტრო მანქანების კომპანია Tesla-სა და საჰაერო კოსმოსური ფირმის - SpaceX-ის დამფუძნებელია, წლის დასაწყისში, ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა.

"ბლუმბერგის" მიხედვით, ამ დროისთვის მისი ქონება 243 მილიარდ დოლარს შეადგენს, ამავდროულად, Tesla-ს ღირებულება 1 ტრილიონია, ხოლო SpaceX-ის კი - 100 მილიარდი.

წინა კვირას, მასკი Time-მა წლის ადამიანად დაასახელა, რამაც სენატორ უორენის კომენტარს მისცა საბაბი: "მოდით, გაყალბებული საგადასახადო კოდექსი ისე შევცვალოთ, რომ "წლის ადამიანმა“ რეალურად გადაიხადოს გადასახადები და შეწყვიტოს სხვების გამორჩენაზე ცხოვრება", - აცხადებდა ის.

მასკის თქმით, ის იმაზე მეტ გადასახადს გადაიხდის წელს, ვიდრე ამერიკის ისტორიაში სხვა ნებისმიერ მაცხოვრებელს გადაუხდია

For those wondering, I will pay over $11 billion in taxes this year
— Elon Musk (@elonmusk) December 20, 2021

ილონ მასკის გადასახადების დიდი ნაწილი ფედერალურ საგადასახადო ორგანოებს გადაეცემა, მაგრამ კალიფორნიის შტატი, სადაც Tesla და მასკი აქამდე მუშაობდნენ, ასევე მიიღებს 11 მილიარდიდან გარკვეულ ნაწილს.

"ტესლას“ მთავარი ოფისი მალე ტეხასში გადავა - მასკი თვეების განმავლობაში მიანიშნებდა, თუ როგორი უკმაყოფილოა კალიფორნიის შტატის მთავრობის კანონებით და ცხოვრების სიძვირეს აკრიტიკებდა.

აღსანიშნავია, რომბოლო კვირების განმავლობაში, ილონ მასკმა Tesla-ს 14 მილიარდის ოდენობის წილი გაყიდა, სავარაუდოდ იმისთვის, რომ ნაღდი ფულის გამომუშავებით საგადასახადო ვალდებულებები დაეფარა.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა