ავტორი:

"6 თვის წინ გარდაიცვალა მისი მეუღლე, ბატონმა ჯემალმა მისი გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ 6 თვეს იცოცხლა!"

"6 თვის წინ გარდაიცვალა მისი მეუღლე, ბატონმა ჯემალმა მისი გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ 6 თვეს იცოცხლა!"

საქართველოს კიდევ ერთი დიდი კაცი გარდაეცვალა და მას ჯემალ ჭკუასელი ჰქვია - ბევრი წოდებისა და ჯილდოს მატარებელი ადამიანი, რომლის მთავარი რეგალია, ვფიქრობ, მაინც მისი დიდი გული, სული, ნიჭი და სიყვარულის უნარი იყო; რომელმაც 86 წელიწადი იცხოვრა და ამ ხნის განმავლობაში ქართულ ხალხურ სიმღერაში, ზოგადად - ფოლკლორში, ასევე, მეგობრობაში, კაცობაში და ადამიანურ ურთიერთობაში ეპოქა შექმნა, მასავით დიდი და უსაზღვრო!

დღეს ამ დიდ კაცს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გამოეთხოვება საქართველო და მახათას მთაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში დაკრძალავენ.

სამგლოვიარო დღეებში ჭირისუფალთან ინტერვიუს ვერაფრით გავბედავდი, ჩემს მეგობარს, ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელს, ლოტბარ დათო ცინცაძეს რომ არ ეშუამდგომლა. ბატონი ჯემალ ჭკუასელის ქალიშვილის - ეკა ჭკუასელის მეუღლე, მომღერალი და ამჟამად ანსამბლ "ერისიონის" მენეჯერი ივანე ჩხაიძე, ფაქტობრივად, სკოლის ასაკიდან იცნობდა ბატონ ჯემალს, მისი აღზრდილი იყო და სიძეც, ამიტომ სწორედ მას ვთხოვე, ამ დიდ ადამიანზე მოეთხრო:

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. დედა წარმოშობით სამეგრელოდან იყო, მამა - გურიიდან. ზოგადად, სიმღერა ჩემი ოჯახისთვის ძალიან ტრადიციული, ახლობელი გახლდათ. ჩემი წინაპრებიც მღეროდნენ, მშობლებიც და მეც ბავშვობიდან ვმღეროდი. მე-8 თუ მე-9 კლასში ვსწავლობდი, ბავშვები ნელ-ნელა ხალხურ სიმღერას რომ მიუბრუნდნენ. მაშინ საქართველოში ორი ხალხური საბავშვო ანსამბლი იყო - თბილისში "მართვე" და ქუთაისში "საუნჯე". ბიჭობის პერიოდი მქონდა, ხალხური სიმღერა დიდად არ მხიბლავდა, მაგრამ დედის დაჟინებული თხოვნით მაინც მივედი ქუთაისის ხალხური სიმღერის ბავშვთა ანსამბლში. მერე, 1980 წელს ჩამოყალიბდა ქუთაისის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, რომლის შექმნაც უშუალოდ ბატონ ჯემალ ჭკუას6 თვის წინ გარდაიცვალა ქალბატონი გიული და ჯემალ ჭკუასელმა მისი გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ 6 თვეს იცოცხლა!ელს უკავშირდება. იგი იყო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ანსამბლის ქორეოგრაფი კი ბატონი რეზო ჭანიშვილი გახლდათ. დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, ნამდვილად დიდებული ანსამბლი იყო. მანამდე კი ბატონი ჯემალი თბილისში, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში მღეროდა. სწორედ იმ ანსამბლში, რომელსაც მოგვიანებით "ერისიონი" ეწოდა და რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი, შემდეგ კი მთავარი დირიჟორიც თავად იყო, და რომლის "ოქროს ხანაც" სწორედ მის მოღვაწეობას უკავშირდება... ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის შესაქმნელად კი მეგობრების - ჯანო კახიძის, დათო ბერძენიშვილის, მერაბ გამყრელიძის, ზაურ ბოლქვაძის, მიშიკო შენგელიას, ჯანო გიორგაძის... (მეშინია, ვინმე არ გამომრჩეს, რადგან მას დიდი შემოქმედებითი სამეგობრო ჰყავდა) და ქუთაისის იმჟამინდელი ქალაქკომის პირველი მდივნის - ნუგზარ რუხაძის ძალისხმევით ჩამოვიდა და მართლაც საოცარი, შესანიშნავი ანსამბლი ჩამოაყალიბა. სწორედ ამ ანსამბლის შექმნიდან იწყება ჩემი კავშირი ბატონ ჯემალ ჭკუასელთან. მასთან კი მიმიყვანა ბატონმა ზაურ ბოლქვაძემ, რომელიც ოზურგეთში მამიდაჩემის მეზობელი იყო, კარგად მიცნობდა, ალბათ, რაღაც შესაძლებლობა დაინახა ჩემში, - ბაღანას სიმღერა უნდაო და, - ჯერ კიდევ მეათე კლასში ვსწავლობდი, ბატონ ჯემალთან რომ წარმადგინა.

- რადგან მიგიღოთ, ალბათ, ბატონ ჯემალსაც მოეწონეთ...

- სასიძოდ ნამდვილად ვერ მიმიღებდა მაშინ, ამას ვერც გაიფიქრებდა, თორემ შეიძლება ანსამბლშიც არ მივეღე (იღიმის), მაგრამ ჩემი სიმღერა, ალბათ, მოეწონა და... მიმიღო. ერთ წელიწადში სკოლაც დავამთავრე და მას შემდეგ ანსამბლის სრულფასოვანი წევრი გავხდი. აი, მაშინ მოხდა ჩემს აზროვნებაში რაღაც ისეთი, რამაც ცხოვრების მიმართულებად სიმღერა ამარჩევინა და ეს ბატონ ჯემალთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ბავშვობიდან მშობლიური იყო ჩემთვის, სცენაზე გამოსვლამ, გასტროლებმა, მსმენელის აპლოდისმენტებმა სულ სხვაგვარად შემაგრძნობინა ხალხური სიმღერის მადლი. გააგრძელეთ კითხვა