ავტორი:

"სააკაშვილი არ არის საქართველო... ვულოცავ და პირველ რიგში, საკუთარი თავის შეცნობას ვუსურვებ!" - როგორ ულოცავს დაბადების დღეს სააკაშვილს თამარ ჩერგოლეიშვილი

"სააკაშვილი არ არის საქართველო... ვულოცავ და პირველ რიგში, საკუთარი თავის შეცნობას ვუსურვებ!" - როგორ ულოცავს დაბადების დღეს სააკაშვილს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თაობაზე პოსტს აქვეყნებს. დღეს პატიმარი სააკაშვილი იუბილარია. მისი გათავისუფლების მოთხოვნით დღეს აქცია რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

"სააკაშვილი არ არის საქართველო.

საქართველო არის ბევრად, განუზომლად დიდი, ვიდრე ერთი რომელიმე ადამიანი.

საქართველო, როგორც იდეა, არსებობდა და იარსებებს მიუხედავად იმისა, რა მოუვა ერთ ადამიანს - მიუხედავად იმისა, ვინ არის ეს ადამიანი.

ილია ვერ მოკლეს, ომიტომ რომ ილიას ჰქონდა იდეა, ეს იდეა ილიაზე დიდი, გაცილებით დიდი იყო და ეს იდეა შეფერხდა, მაგრამ არსებობა განაგრძო!

არავინაა ილიაზე დიდი ცოცხლებიდან!

ყველა ადამიანი, რომელიც სააკაშვილს ეხმარება თავისი თავისუფლება საქართველოს თავისუფლებას დაუკავშიროს, არის სააკაშვილის მტერი.

რაც მალე შეიგნებს და დაძლევს თვითგანდიდების მანიას, მით მალე შეძლებს ამ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილებას და მისთვის სასურველი საქმის კეთებას.

ვინც მისი მეგობარია, ამის ახსნას შეეცდება.

ვინც მის ინსტრუმენტალიზაციას ახდენს - კიდევ უფრო გადარევს.

დაბადების დღეს ვულოცავ და პირველ რიგში, საკუთარი თავის შეცნობას ვუსურვებ!" - წერს ჩერგოლეიშვილი.