ასოცირებული პროფესორი, გია ყუფარაძე გარდაიცვალა. ის ლექციებს წლების განმავლობაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა.
გია ყუფარაძის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მისი ახლობლები, კოლეგები და სტუდენტები წერენ. ის კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა.
"არსებობენ ადამიანები რომლის წასვლას ვერაფრით იჯერებ და ვერ ეგუები.ენერგიით სიკეთით ნიჭით და იუმორით სავსე ჩვენი გია.“
"ბატონო გია... არ ვიცი რა ვთქვა... თქვენ ჩემი საყვარელი ლექტორი იყავით. თქვენთან ხუთი წუთით საუბარიც კი სტიმულს მმატებდა... ყოველთვის ცდილობდით სტუდენტში კარგი დაგენახათ... თავს უხერხულად ვგრძნობდი, როცა სხვა ლექტორებთან მაქებდით ხოლმე... გუშინდელ დღესავით მახსოვს პირველი ლექცია... თქვენი უშრეტი ენერგია და სიცოცხლის სიყვარული ისეთი გადამდები იყო... რა ბედნიერი ვიყავი, რომ ამ ზაფხულს სახლში გესტუმრეთ და უკვე ვფიქრობდი, რომ შემდეგ ჩამოსვლაზეც აუცილებლად გნახავდით... ვუსამძიმრებ მთელს თქვენს ოჯახს,მეგობრებს, თქვენს სტუდენტებს და ყველას, ვისაც უყვარდით... ვწერ ამ პოსტს და არ მჯერა... ასე მგონია, ჩვეული იუმორით ისევ გვიპასუხებთ, ძალიან მეტკინა გული.“
"ბატონი გია, უზომოდ დამწყდა გული....არ მაქვს სიტყვები......ვერც კი ვუშვებ, რომ დაგვემშვიდობეთ.....“ - წერენ სოციალურ ქსელში.
გია ყუფარაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ფილოლოგიის კათედრაზე მუშაობდა. ის თსუ-ს ენების შემსწავლელი ცენტრის მთავარი სპეციალისტი იყო.