ავტორი:

"დღეს ჩვენ დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ" - გიული ალასანიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს მიმართა

"დღეს ჩვენ დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ"  - გიული ალასანიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს მიმართა

მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ "ნაციონალური მოძარაობის" მხარდამჭერებს მიმართა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, დღეს ქვეყანა დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. მესამე პრეზიდენტის დედამ შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილის წერილი წაუკითხა.

"1989 წლიდან დაწყებული ამ ქუჩას ბევრი აქცია უნახავს, ბევრი დარბევაც უნახავს. დღეს არის ჩემი შვილის დაბადების დღე, ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. 30 წლის განმავლობაში, ჩვენმა ხალხმა, მოქალაქეებმა განურჩევლად მათი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ძალიან ბევრი მსხვერპლი გაიღო, ბევრი სისხლი დაღვარა, იმისთვის, რომ მოეპოვებინათ დამოუკიდებლობა და შემდეგ შეენარჩუნებინათ. დღეს ჩვენ სწორედ ამ დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ. დღეს ჩემი შვილი პოლიტიკური უკანონო პატიმარია, მას ძალიან უნდოდა რომ დღეს თქვენთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამ შესაძლებლობას მოკლებულია. მთხოვა თქვენთვის წერილი გამეცნო,“ - განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მესამე პრეზიდენტის დედამ.