ავტორი:

სოხუმში ოპოზიცია ე.წ. პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობს

სოხუმში ოპოზიცია ე.წ. პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობს

სოხუმში ოპოზიციის მომხრეებმა კან კვარჩიას მეთაურობით, დღეს ე.წ. პარლამენტის აღება სცადეს, რათა იქიდან გაეჟღერებინათ საკუთარი მოთხოვნები არსებული დე ფაქტო ხელისუფლებისადმი.

ამის შესახებ ტელეგრამ არხი "AMPA-life“ იუწყება.

ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებაც მოხდა. დემონსტრანტები ამ დრომდე ცდილობენ ე.წ. პარლამენტის შენობაში შეჭრას.

მანამდე მომიტინგეებმა მათთან დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გამოსვლა მოითხოვეს, რისთვისაც მასთან ორი დელეგატი გაგზავნეს. თუმცა, ბჟანიამ მათთან გასვლაზე დელეგატების მეშვეობით უარი შეუთვალა.

ბჟანიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს შესთავაზა, ყველა საკითხი, რომელიც მათ აღელვებთ საერთო ფორმატში განიხილონ. მანვე განაცხადა, რომ არ არის მზად, დიალოგი აწარმოოს აფხაზეთის "სახალხო პატრიოტულ კავშირთან“.