ავტორი:

"ჩემი ძმა არ იბრძვის არანაირი თანამდებობისთვის... საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს პოლიტპატიმრის არსებობა" - გიორგი სააკაშვილი

"ჩემი ძმა არ იბრძვის არანაირი თანამდებობისთვის... საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს პოლიტპატიმრის არსებობა" - გიორგი სააკაშვილი

"მოვუსმინე ნიკა მელის განცხადება მასობრივ შიმშილობასთან დაკავშირებით. მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც უკავშირდება მშვიდობიან გზას და ემსახურება ერთ მიზანს, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს პოლიტპატიმრის არსებობა" - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი არის უდანაშაულო და ის ასევე პოლიტპატიმარია.

როგორც გიორგი სააკაშვილმა აღნიშნა, ექსპრეზიდენტი რაიმე თანამდებობაზე პრეტენზიას არ აცხადებს.

"მოვისმინე ნიკა მელის განცხადება მასობრივ შიმშილობასთან დაკავშირებით. მე მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც უკავშირდება მშვიდობიან გზას და ემსახურება ერთ მიზანს, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს პოლიტპატიმრის არსებობა. პირდაპირ ვთვლი მიშა სააკაშვილს, ჩემ ძმას პოლიტპატიმრად, რადგან ის აბსოლუტურად უდანაშაულოდ არის ჩასმული. თვითონ გადაწყვიტა, ჩამოვიდა, თვითონ ჩაბარდა რეალურად არსებულ ხელისუფლებას, რომ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ვინაიდან, უნდა ქართველ ხალხთან ერთად ყოფნა და ქვეყნის წინსვლაში მონაწილეობის მიღება. დავკონკრეტდები კიდევ ერთხელ, რომ არავითარ თანამდებობაზე პრეტენზიას არ აცხადებს. უნდა ერთი, რომ საქართველო იყოს ევროპის განუყოფელი ნაწილი და მიიღოს მონაწილეობა წინსვლაში“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.