პარტნიორები:
    ავტორი:

    "ვუერთდები პროტესტის უკიდურეს ფორმას, სწორედ ეს ფორმებია საჭირო, რომ მიზანს მივაღწიოთ" - აკაკი მინაშვილი

    "ვუერთდები პროტესტის უკიდურეს ფორმას, სწორედ ეს ფორმებია საჭირო, რომ მიზანს მივაღწიოთ" - აკაკი მინაშვილი

    “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ მასობრივი შიმშილობის პროტესტს პარტიის ერთ-ერთი წევრი აკაკი მინაშვილი უერთდება.

    როგორც მინაშვილმა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდება პატიმრობიდან მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

    მინაშვილი არ აკონკრეტებს კიდევ ვინ უერთდება პარტიიდან შიმშილობას.

    თუმცა, განმარტავს, რომ პროტესტის ამ ფორმას ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდება და ეს ძალიან მალე გაირკვევა. მ

    ისივე თქმით, “ასობით ადამიანი იქნება, ვინც ჩაერთვება ამ პროტესტში”.

    “მე ვუერთდები პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას. მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლდება. ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა გაგრძელდება.ქვეყანაში არის უკიდურესად მძიმე ვითარება და სწორედ ეს ფორმები საჭიროა იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ.მიტაცებული აქვს სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი, ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი ხელში აქვს ჩაგდებული, ამიტომ, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს ძალიან პრინციპულ, მწვავე დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. ქვეყანაში სწრაფად არის გადასაწყვეტი მნიშვნელოვანი საკითხები, იმისთვის, რომ ჭაობიდან ამოვიდეთ. პირველ რიგში, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა და მიხეილ სააკაშვილი ამ პოლიტიკური დევნის სიმბოლოა”, - აცხადებს აკაკი მინაშვილი.