Angular დეველოპერის სპეციალობა შედარებით ახალი მიმართულებაა მსოფლიო მასშტაბით და რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაშიც უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა ამ სფეროს პროფესიონალ კადრებზე. საქართველოში გამოცდილი Angular დეველოპერის საშუალო ხელფასი 15 000 ლარია, დამწყების კი 3200-5000 ლარი. მიუხედავად ამგვარი ანაზღაურებისა და სპეციალისტებზე მაღალი მოთხოვნისა, საჯარო თუ კერძო სექტორს პროფესიონალი კადრების მოძიება მაინც უჭირს.
კადრების დეფიციტი კი ჩვენს ქვეყანაში Angular-ის სასწავლო პროგრამის სიმცირეს უკავშირდება. თუმცა, ახლახან საგანმანათლებლო სივრცეს ამ მიმართულებით ახალი პროგრამა შეემატა. საქართველოში უმსხვილეს დამსაქმებელ კომპანიებთან თანამშრომლობით „ალტე უნივერსიტეტი“ პროფესიონალი Angular დეველოპერების მომზადებას გამოცდილი სპეციალისტების მიერ ცოდნის გაზიარებითა და შესაბამისი პროგრამების მეშვეობით იწყებს.
რა არის Angular-ი და რატომ არის ის ასეთი მოთხოვნადი?
Angular-ი ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა 2016 წელს გაუშვა და მისი პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. მას იყენებენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა: Google, Samsung, BMW და Forbes. Angular-ის მეშვეობით იქმნება ინტერაქციული და დინამიკური SPA ტიპის აპლიკაციები.
Angular-ის ინსტალაციისთანავე Developer-ი იღებს ყველა ძირითად ინსტრუმენტს Single-Page აპლიკაციის შესაქმნელად. მისი TypeScript-ის გამოყენება იძლევა უდიდეს უპირატესობას: ყველაზე გავრცელებული შეცდომების დაშვებისგან თავის დაზღვევა, bug-ებისა და ხარვეზების მარტივი აღმოჩენა და სუფთა, ადვილად გასაგები კოდის წერა. Angular პრაქტიკაში ქმნის სრულიად თანმიმდევრულ კოდს, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისათვის რომ ერთსა და იმავე პროექტზე რამდენიმე დეველოპერმა შეძლოს მუშაობა. გარდა ჩამოთვლილისა, როგორც ვებ-გვერდის, ისე აპლიკაციის შექმნისას, Angular-ს სხვა მრავალი უპირატესობაც აქვს, რაც ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს მომხმარებელთან კომუნიკაციას და მისთვის სერვისის მიწოდებას კიდევ უფრო უმარტივებს.
როგორც „ალტე უნივერსიტეტის“ Angular-ის კურსის ლექტორი და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს IT განყოფილების Angular დეველოპერი კონსტანტინე ლაფერაშვილი განმარტავს, ყველას, ვინც ამ Framework-ს შეისწავლის, შეუყვარდება ის, რადგან აღმოაჩენს, რომ ქართულ თუ საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი კადრი გახდა.
„სპეციალისტი მალევე გააანალიზებს, რომ შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან სტაბილური პროფესიის წყალობით, მისი შემოსავალი მუდმივად მზარდი იქნება. პროგრამისტად მუშაობა ნიშნავს, ყოველდღიურად ხსნიდე საინტერესო ამოცანებს. თითოეული ადამიანი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ პროფესიას, მალევე გაანალიზებს, რომ გახდება მოთხოვნადი კადრი, როგორც ქართულ, ისე შრომით ბაზარზე და ექნება წინსვლის რეალური შესაძლებლობა,“ - აღნიშნა კონსტანტინე ლაფერაშვილმა.
მნიშვნელოვანია ასევე ვიცოდეთ, რატომ აკეთებენ Angular-ზე არჩევანს ორგანიზაციები:
ბიზნესი უნდა აჰყვეს თანამედროვე მომხმარებლების მოთხოვნებს. ასევე, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მოიპოვოს პოტენციური მომხმარებლების შესახებ და მათ მიმზიდველი შეთავაზება გაუკეთოს, როგორც კი ის თავისი ქმედებით დაინტერესების რაიმე ნიშანს გამოავლენს. გარდა ამისა, ბიზნესისთვის საჭირო ნებისმიერი ცვლილება თუ დამატება უმოკლეს დროში უნდა აისახოს მათ Online სივრცეში, რადგან სწორედ ეს არის თანამედროვე მომხმარებლის, პროდუქტისა და სერვისის მიმწოდებლის შეხვედრის ადგილი. დამკვეთთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, საჭიროა, აპლიკაცია სწრაფად რეაგირებდეს მომხმარებლის თითოეულ ქმედებაზე, რადგან ინფორმაციის გასაცნობად ახალი გვერდის ჩატვირთვას აღარავინ ელოდება, იმიტომ რომ Angular-ის მეშვეობით ამის გაკეთება მარტივად არის შესაძლებელი.
რას სთავაზობს „ალტე უნივერსიტეტი“ Angular-ის შესწავლით დაინტერესებულ პირებს?
IT მიმართულების განვითარება “ალტე უნივერსიტეტის” კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც კურსით დაინტერესებულ პირებს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში შეუწყობს ხელს. ამ მიმართულების ერთ-ერთი პირველი Angular-ის პროგრამაც, რა თქმა უნდა, ამ ორი კომპონენტის ერთობლიობას სრულიად იზიარებს და უფრო მეტიც, ადგილზე სწავლების პროცესში, რეალური მაგალითების შექმნისა თუ განხილვის შესაძლებლობას ქმნის, როგორც დამწყები, ასევე მოქმედი დეველოპერისთვის.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „ალტე უნივერსიტეტის“ პარტნიორები საქართველოში უმსხვილესი კერძო კომპანიები არიან: Bank of Georgia, Adjarabet, Tera bank და სხვა. ისინი საუკეთესო კურსდამთავრებულებს არამხოლოდ დასაქმების, არამედ კურსის სრულად დაფინანსების უნიკალურ შესაძლებლობასაც სთავაზობენ.
პროგრამის დასრულების კურსდამთავრებულები შეძლებენ:
კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც Angular-ის შესწავლით არის დაინტერესებული, იქნება ეს დამწყები თუ გამოცდილი დეველოპერი, რომელსაც სურს, დაიწყოს ახალი კარიერა Frond End Development-ის მიმართულებით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ მოცემული განაცხადის ფორმა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები პროგრამას დეტალურად გააცნობენ.