ავტორი:

"ავთო ლიფტის შახტაში ჩავარდა და მძიმედ დაშავდა" - ჩვენ შეგვიძლია 27 წლის ბიჭის დახმარება

"ავთო ლიფტის შახტაში ჩავარდა და მძიმედ დაშავდა" - ჩვენ შეგვიძლია 27 წლის ბიჭის დახმარება

"გთხოვთ, 2 წუთით განსაკუთრებული ყურადღება დაგვითმოთ - ახლა თქვენს თანადგომას და გულისხმიერებას ახალგაზრდა, ნიჭიერი და ყველასათვის საყვარელი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთად და სულ მცირედი ყურადღების გამოჩენით ყველაფერი შეგვიძლია!" - წერენ 27 წლის ავთანდილ (ავთო) გოგეშვილის მეგობრები სოციალურ ქსელში და საზოგადოებას გულისხმიერებას სთხოვენ.

ახალგაზრდა ამ ცოტა ხნის წინ ლიფტის შახტაში ჩავარდა და მძიმედ დაშავდა.

"ჩვენთვის ძალიან ახლობელ და საყვარელ მეგობარს, ილუზიონისტ ავთანდილ გოგეშვილს თითოეული ჩვენგანის თანადგომა სჭირდება! ავთო ლიფტის შახტაში ჩავარდა და მძიმედ დაშავდა. მას მრავლობითი მოტეხილობები და ხერხემლის ძლიერი დაზიანება აქვს, რაზეც ორი რთული ოპერაცია ჩაუტარდა, ავთოს მდგომარეობა კრიტიკულია. ავთოს საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად წინასწარი მონაცემებით 90 000 დოლარია საჭირო, რისთვისაც ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ავთოს გამოჯანმრთელება დამოკიდებულია თანხის სწრაფად შეგროვებაზე, საზღვარგარეთ დროულ გადაყვანასა და მკურნალობაზე. თუკი ეს სახელი გაგიგია, ე.ი. მას თავისი ჯადოსნური უნარებით ერთხელ მაინც გაუოცებიხარ! გადავარჩინოთ ყველასთვის ძვირფასი და ნიჭიერი ადამიანი და ვაჩუქოთ ახალი სიცოცხლე. ერთად დგომას სასწაულის მოხდენა შეუძლია!" - ამბობენ ავთოს მეგობრები.

თუ გადაწყვეტთ ავთო დახმარებას, გთავაზობთ საბანკო ანგარიშებს.

მიმღების ანგარიშები:

"თიბისი" ბანკი - GE42TB7127345061100067

"საქართველოს ბანკი" - GE08BG0000000528108727

მიმღების სახელი: ანა გოგეშვილი

PayPal - paypal.me/agogeshvili