ავტორი:

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 300-მდე ადამიანი შიმშილობს

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 300-მდე ადამიანი შიმშილობს

"ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ამ დროისთვის 9 კარავია გაშლილი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით კი ამ ეტაპზე 300-მდე ადამიანი შიმშილობს.

მოშიმშილეებს შორის არიან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ისე სამოქალაქო აქტივისტები. შიმშილობის აქციას მიმართავს ერთ-ერთი სასულიერო პირიც.

შიმშილობს თავად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე შიმშილობის აქციაში ჩაერთვნენ პარტიის სხვა ლიდერები, მათ შორის გიორგი ბარამიძე, აკაკი მინაშვილი და გიორგი ბოტკოველი.

კარვებში მოშიმშილეებისთვის ლეიბებია გაშლილი.

მასობრივი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გააჟღერა.

მელიას თქმით, შიმშილობა იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.