ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ მისცა შესაძლებლობა დასწრებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესს" - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ მისცა შესაძლებლობა დასწრებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესს" - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ მისცა შესაძლებლობა დასწრებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესს და მიემართა საზოგადოებისთვის - დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარდგენილი იქნება რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის, იმ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დართვის შესახებ, რაზეც სახალხო დამცველის ექსპერტთა კონსილიუმმა და ცენტრ "ემპათიამ“ იმსჯელა", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო სასამართლო პროცესებს დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ეს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

"ამ საქმეზე ჩვენ და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ნათლად იცის, რომ არ შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამ ქვეყნის მთავარი რეფორმატორი, პოლიტიკურად დევნილი პირი სამშობლოში დაბრუნების გამო სამართლდებოდეს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარდგენილი იქნება რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის, იმ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დართვის შესახებ, რაზეც სახალხო დამცველის ექსპერტთა კონსილიუმმა და რაზეც ცენტრმა „ემპათიამ“ იმსჯელა. ჯანმრთელობის მდგომარეობამ მას არ მისცა შესაძლებლობა დასწრებოდა სასამართლო პროცესს და მიემართა საზოგადოებისთვის. ჩვენ ვხედავდით წინა პროცესებზე როგორი ვრცელი სიტყვით მიმართავდა ის საზოგადოებას. რაც შეეხება მომდევნო პროცესებს ბუნებრივია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს პრიორიტეტი იმიტომ, რომ აუცილებელია მისი რეაბილიტაცია წავიდეს ჯანსაღად“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.