ავტორი:

იშოპინგე extra.ge-ზე, გახდი სუპერგმირი და ჩაერთე ქველმოქმედებაში

იშოპინგე extra.ge-ზე, გახდი სუპერგმირი და ჩაერთე ქველმოქმედებაში

მთელი დეკემბრის განმავლობაში განათავსე ნებისმიერი მოცულობის შეკვეთა extra.ge-ზე და თითოეული შეკვეთიდან 1 ლარი მოხმარდება სუპერგმირის ბენეფიციარებს.

Supergmiri.ge - ასე ჰქვია პლატფორმას, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ პირდაპირ ქველმოქმედებაში და დაეხმარონ ბავშვებს ხელმომჭირნე ოჯახიდან, რომლებსაც სუპერგმირების არსებობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. პლატფორმა ითვალისწინებს ყოველთვიური სპონსორობის 100 ლარიან პაკეტს, რომელშიც გაერთიანებულია ბავშვის ასაკის შესაბამისი საჭიროების პროდუქტები.

extra.ge და სუპერგმირი ერთად უკვე მეორე წელია, ყოველთვიურად ზრუნავენ იმ პატარებზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. მაგრამ დეკემბრის თვე მეტად გამორჩეული და ჯადოსნურია, რადგან extra.ge-ს ყველა მომხმარებელს ეძლევა საშუალება, რომ მარტივად გახდეს სუპერგმირი. ამისთვის მხოლოდ extra.ge-ზე შოპინგია საჭირო. განათავსე ნებისმიერი მოცულობის შეკვეთა extra.ge-ზე და თითოეული შეკვეთიდან 1 ლარი მოხმარდება სუპერგმირის ბენეფიციარებს.

ნებისმიერ ადამიანს ძალიან მარტივად შეუძლია სიხარულის მოტანა. ამისთვის კი სულაც არ არის აუცილებელი გქონდეს ფრთები, ჯადოსნური მოსასხამი ან სულაც მფრინავი ირმები გემსახურებოდნენ.

ჯადოქრობას უმარტივესი ფორმულა აქვს - სურვილს დავუმატოთ იოტის ხელა მზრუნველობა და სულ ეს არის, შენ უკვე სუპერგმირი ხარ.

მრავალ ჯადოსნურ ახალ წელს!

R