ავტორი:

როგორ აღმოაჩინეს თბილისის აეროპორტში 2 კგ "კოკაინი" - "თურქეთის მოქალაქეს სამგზავრო ჩანთაში მოწყობილ სპეციალურ სამალავში ჰქონდა" (ვიდეო)

როგორ აღმოაჩინეს თბილისის აეროპორტში 2 კგ "კოკაინი" - "თურქეთის მოქალაქეს სამგზავრო ჩანთაში მოწყობილ სპეციალურ სამალავში ჰქონდა" (ვიდეო)

21 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება "კოკაინის“ უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

სამართალდამცველთა ცნობით, თურქეთის მოქალაქის კუთვნილი ბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში მოწყობილ სპეციალურ სამალავში 2 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება "კოკაინი" იყო.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

ნახეთ ვიდეო: