ავტორი:

"შესაძლოა, სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს, ვისაც "ბუსტერ" დოზა ექნება გაკეთებული" - ამირან გამყრელიძე

"შესაძლოა, სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს, ვისაც "ბუსტერ" დოზა ექნება გაკეთებული" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს ვისაც "ბუსტერ" დოზა ექნება გაკეთებული.

როგორც ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ საკითხს იმუნიზაციის საბჭო განიხილავს.

მისივე თქმით, კვლევებით დადასტურებულია, რომ "ფაიზერის" "ბუსტერ" დოზას "ომიკრონის" მიმართ მაღალი დამცველობითი უნარი აქვს, რის გამოც მოუწოდებს მოსახლეობას "ბუსტერ" დოზით აიცრან.

"მივმართავთ მოსახლეობას დააჩქარონ. დღევანდელი მონაცემებით, 54 ათასი "ბუსტერ" დოზაა გაკეთებული.

ჩვენი წინადადებაა და განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ იანვრიდან სრულ აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ არცილი ადამიანი, არამედ "ბუსტერიზირებული". რა თქმა უნდა, ეს ძალიან მალე ვერ იქნება, მაგრამ მოვუწოდებთ მოსახლეობას აიცრან "ბუსტერ" დოზით",- აღნიშნავს გამყრელიძე.