ავტორი:

"ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე ვაქცინის მეოთხე დოზის შემოტანა საჭირო გახდება - ეს გადაწყვეტილება ისრაელმა უკვე მიიღო" - ამირან გამყრელიძე

"ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე ვაქცინის მეოთხე დოზის შემოტანა საჭირო გახდება - ეს გადაწყვეტილება ისრაელმა უკვე მიიღო" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ოთხი დოზით 1000 ადამიანია აცრილი.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"დაახლოებით, 1000 ადამიანია მეოთხე დოზით აცრილი. ესენი არიან ძირითადად ის მოქალაქეები, ვინც აცრილები იყვნენ "სინოფარმითა“ და "სინოვაკით“ და მიემგზავრებიან ისეთ ქვეყნებში, რომელიც ამ ეტაპამდე ჯერ არ ცნობს გარკვეულ ვაქცინებს და ითხოვს FDA-ს მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე მეოთხე დოზის შემოტანა, ისევე როგორც მესამე "ბუსტერი" შემოვიღეთ, საჭირო გახდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ისრაელმა უკვე მიიღო“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.