ავტორი:

„აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრი – სასიამოვნო საშოპინგო სივრცე წინასაახალწლოდ

„აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრი – სასიამოვნო საშოპინგო სივრცე წინასაახალწლოდ

ახალი წლის მოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება. ეს სწორედ ის დროა, როდესაც ადამიანები სადღესასწაულო განწყობასთან ერთად, საჩუქრებსაც უზიარებენ ერთმანეთს. სიხარულის, სიურპრიზებისა და სასიამოვნო მოლოდინის გაზიარება „აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრში ახლახან, პოპულარული ჯგუფი The Quintessence-ის სპონტანური პერფორმანსით დაიწყო – ახალგაზრდა მომღერლებმა თავიანთი პოპულარული რეპერტუარიდან ცოცხალი შესრულებით მიულოცეს ბარბარობა და დამდეგი ახალი წელი საშობაო ბაზრობაზე შეკრებილ მომხმარებელს.

ჰოდა, რა სჯობს ასეთ ღიმილიან, კეთილგანწყობილ, ხალისით სავსე და იმედით გაჯერებულ გარემოში შოპინგს? „აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო საშოპინგო სივრცეა დედაქალაქში. ამ სივრცის საახალწლო დეკორაციებით მორთვასა და მის სადღესასწაულოდ გადაქცევაზე კი „დოდო დიზაინმა“ იზრუნა.

თავად განსაჯეთ – იკავებთ თქვენთვის განკუთვნილ ადგილს 450 მანქანაზე გათვლილ პარკინგზე და ინაცვლებთ „აქსის თაუერსის“ თეთრ კოშკში განთავსებულ სავაჭრო ცენტრში, სადაც გამორჩეული ბრენდების მაღაზიები ბირთვის ირგვლივაა განთავსებული, შესაბამისად, მათთან სტუმრობა ძალიან მარტივი და განსაკუთრებულად კომფორტულია.

დინჯად, ნება-ნება, დაკვირვებითა და დიდი სიამოვნებით შეძლებთ ისეთი ბრენდების დათვალიერებას, როგორიცაა:

  • „ბერგჰოფი“
  • „დუკა“
  • „ალტა“
  • „მი სთორი“
  • „აიტექნიკსი“
  • „ტესკომა“
  • „პუპაცო“
  • „პერფექტო“
  • „პოდიუმი“
  • „სულაკაურის წიგნის მაღაზია“

იქვე გაეცნობით სტენდებზე წარმოდგენილ: „აქუამას“, „სკიუმას თაიმის“, „ტრესორის“ ყვავილნარის საინტერესო პროდუქციასაც.

ვერც საშობაო ბაზრობის ფარგლებში განთავსებულ „კოინკაზას“, „ებრას“, „ალამბრას“, „ზეგის“, „ჰიტოსა“ და „ვერე გალერის“ დროებით სტენდებს ჩაუვლით გულგრილად.

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ამ მრავალფეროვნებაში ნამდვილად აღარ გაგიჭირდებათ საახალწლო და საშობაო საჩუქრების შერჩევა ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანებისთვის.

ამის შემდეგ კი ყველასთვის ცნობილი „აგროჰაბის“ სტუმრობასაც შეძლებთ და საჩუქრებთან ერთად, საახალწლო ნობათით ხელდამშვენებული ან სულაც, სასიამოვნო შოპინგით შთაგონებული, შეუერთდებით ჭავჭავაძის განახლებულ გამზირს.

ამ წინასაახალწლოდ და საშობაოდ, „აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრი ბედნიერ და გემრიელ შოპინგს გისურვებთ!

აქვე არც ის დავივიწყოთ, რომ „აქსის თაუერსი“, თანამედროვე თბილისის „ლენდმარკი“, ყველაზე მაღალი შენობაა დედაქალაქში. ის 37-სართულიანი ნაგებობაა, რომელიც დამატებით 4 მიწისქვეშა სართულის ჩათვლით, სიმაღლეში 147 მეტრია.პიედესტალით გაერთიანებული ქვის და მინის კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ბრუნავს ბირთვის გარშემო, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის.

„აქსის თაუერსი“ მრავალფუნქციური კომპლექსი თავისი მასშტაბით გამოირჩევა და 5 დეველოპერულ მიმართულებას აერთიანებს, მათ შორის: საცხოვრებელ ფართებს, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრებს, Accor ჯგუფში შემავალ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს „Pullman“ და საფეხმავლო ქუჩას კაფე ბარებით და რესტორნებით.

„აქსის თაუერსში“, სულ მალე. ფუნქციობას დაიწყებს 25-მეტრიანი საცუარო აუზი და ფიტნესი, 37-ე სართულზე განთავსებული SKY ბარი და რესტორანი.

„აქსის თაუერსი“ თავისი გამორჩეული არქიტექტურით, დატვირთული სხვადასხვა ფუნქციებით, მასშტაბითა და მნიშვნელობით, საქართველოში დეველოპმენტის ფლაგმანად და ქართული არქიტექტურის და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოდ იქცა.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Faxistowers%2Fvideos%2F893411754649483%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

წყარო: marketer.ge

NS