ავტორი:

მეცნიერებმა დინოზავრის იდეალურად შემონახული ემბრიონი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა დინოზავრის იდეალურად შემონახული ემბრიონი აღმოაჩინეს

მეცნიერები აცხადებენ, რომ დინოზავრის იდეალურად შემონახული ემბრიონი იპოვეს. როგორც BBC-ი წერს, ემბრიონი სამხრეთ ჩინეთში აღმოაჩინეს და ის სულ მცირე, 66 მილიონი წლისაა.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ საქმე ეხება უკბილო თეროპოდ დინოზავრს, იგივე ოვირაპტოროზავრს. "ეს არის საუკეთესოდ შემონახული ემბრიონი რაც კი ისტორიაში გვინახავს“, - ამბობს მეცნიერი ფიონ ვაისუმი.

აღმოჩენა მეცნიერებს აძლევთ შესაძლებლობას უფრო მეტი გაიგონ დინოზავრებსა და ფრინველებს შორის კავშირზე. ემბრიონი მოხრილ, დახვეულ მდგომარეობაშია, ისევეა, როგორც ჩიტი გამოჩეკვამდე.

ოვირაპტოროზავრი “კვერცხისმპარავ ხვლიკს” ნიშნავს, ისინი იყვნენ ბუმბულით შემოსილი დინოზავრები და დღევანდელი აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე დაახლოებით, 100 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ.

ემბრიონი 17 სმ-ის სიგრძის კვერცხშია მოთავსებული. ის ჩინეთში, იანლიანის ბუნების ისტორიის მუზეუმში ინახება. აღსანიშნავია, რომ კვერცხი 2000 წლის წინ აღმოაჩინეს, მეცნიერები კი მხოლოდ ახლა დაეჭვდნენ, რომ იქ შესაძლოა, ემბრიონი ყოფილიყო, საბოლოოდ, მათი ეჭვი გამართლდა.