თურქეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ადგილობრივი წარმოების ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გასცა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობის Turkovac-ით აცრა უახლოეს დღეებში დაიწყება.
ცნობისათვის, ამჟამად თურქეთში ვაქცინაცია ჩინური „სინოკავისა“ და „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინებით მიმდინარეობს. ვაქცინის ორი დოზა ქვეყანაში 51 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს მიღებული.