ავტორი:

"მსოფლიო პანდემიის დასასრულს არც კი მიახლოებია" - ჯანმო

"მსოფლიო პანდემიის დასასრულს არც კი მიახლოებია" - ჯანმო

"წელს, მსოფლიოში კორონავირუსით 3.5 მილიონი ადამიანი დაიღუპა" - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ყოველ კვირას კორონავირუსით 50 000 ადამიანი იღუპება.

დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციებისა და ჯანდაცვის პროგრამების დირექტორმა მაიკლ რაიანმა კი განაცხადა, რომ მსოფლიო არც კი მიახლოებია პანდემიის დასასრულს.

"მიმაჩნია, რომ ჩვენ არ ვართ პანდემიის დასასრულთან. ჩვენ არც კი მივახლოებივართ მის დასასრულს, მაგრამ მეცნიერების დამსახურებით, ჩვენ გვაქვს გაცილებით უკეთესი საშუალებები, ვიდრე აქამდე არსებობდა. თუმცა, ჩვენ არ გვყოფნის კოლექტიური სურვილი ქვეყნებს შორის შემოვიღოთ ყოვლისმომცველი და მდგრადი პროგრამები ვირუსთან საბრძოლველად“, - განაცხადა მაიკლ რაიანმა.