ავტორი:

"უშაქროს ჩაისა და წყლის მეტი არაფერი მიგვიღია - ვიტარებთ სწრაფ ტესტებს და მაქსიმალურად ვუფრთხილდებით" - გიორგი ბოტკოველი

"უშაქროს ჩაისა და წყლის მეტი არაფერი მიგვიღია - ვიტარებთ სწრაფ ტესტებს და მაქსიმალურად ვუფრთხილდებით" - გიორგი ბოტკოველი

"როგორ შეიძლება საუბარი იყოს პოლიტიკურ შეთანხმებაზე, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში გყავს გამოკეტილი. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა ეს ძალიან კარგად იცის და ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური დევნა ქვეყანას აზიანებს.

"ნებისმიერი შეთანხმება პოლიტიკურ თანხმობაზე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების გარეშე ვერ მოხდება. მთავარი არის ერთი რამ, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მიღებული იქნას და ამას ეროვნულ შეთანხმებას დავარქმევთ, თუ პოლიტიკურს, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყო ამ ქვეყანაში ბოლო პოლიტიკური პატიმარი. ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა იცოდეს ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა მხოლოდ დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის“, - აცხადებს ბოტკოველი.

მან ასევე ისაუბრა შიმშილობის პროტესტის მონაწილეებზე.

"უშაქროს ჩაისა და წყლის მეტი არაფერი მიგვიღია. რაც შეეხება ჩვენს სამედიცინო კონტროლს, მაქსიმალურად კონტროლზე გვყავს თითოეული ადამიანი, კონტროლზე ვარ მეც. ვიტარებთ სწრაფ ტესტებს და მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ერთმანეთს და იმ საერთო საქმეს, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს“, - აცხადებს ბოტკოველი.